ორგანიზაციული ლოჯიები

ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სტრუქტურის საფუძვლიან რევიზიას არ ახდენენ და ევოლუციურად, წლიდან წლამდე მცირე მიმდინარე ცვლილებებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, ისეთ სახლებს ემსგავსებიან, ყველა მხრიდან უფორმო და უშინაარსო მიშენებებით და დაშენებებით რომ არის გარშემორტყმული.

ვისაც მიშენებულ ლოჯიიან სახლში გიცხოვრიათ, ალბათ, გახსოვთ, იმის მიუხედავად, რომ ბინას ფართი ემატება, მისი უსაფრთხოება ძალიან მცირდება, ცალკეული ოთახები ბნელდება და ფუნქციას თუ არ კარგავს, მნიშვნელოვნად იცვლის.  ბინა ფორმას, სიმყუდროვეს კარგავს და ხასიათითაც რადიკალურად განსხვავებული ხდება.

ეს მაშინ, როდესაც ერთი მხრიდან ვუშენებთ ლოჯიას. წარმოიდგინეთ, რა უხერხული შეიძლება იყოს ბინა, რომლის მშენებლობაც ერთი ან ორი ოთახიდან დავიწყეთ და ამის შემდეგ გაუთავებლად ვუშენებთ ყველა მხრიდან ახალ ოთახებს, შუშაბანდებს, ლოჯიებს, ვაშენებთ ზევიდან ახალ-ახალ სართულებს და ა.შ.

ორგანიზაციების შემთხვევაში მშენებლობის მსგავსი მიდგომა, როდესაც წლიდან წლამდე ახალ სამსახურებს ვქმნით, არსებულებს ვცვლით, ვშლით და ვაწყობთ, ისე ვაკეთებთ ამას, რომ ორგანიზაციის მთლიან ხასიათს არ ვაანალიზებთ და არც იმას ვაფასებთ ეს კონკრეტული ერთი შეხედვით მცირე ცვლილება რა გავლენას ახდენს დანარჩენ ორგანიზაციაზე, კიდევ უფრო უარეს შედეგს ვიღებთ. ცალკეული ქვედანაყოფები ისე კარგავენ, ან იცვლიან ფუნქციას, რომ ამას ვერც ვამჩნევთ. ცალკეული ქვედანაყოფები კი საერთოდ უარყოფითი გავლენის მოხდენას იწყებენ მთლიან ორგანიზაციაზე. ორგანიზაციის როგორც მდგრადობა, ისე მოქნილობა ცვლილებების მიმართ მნიშვნელოვნად კლებულებს და მის წინაშე მდგარი საფრთხეების მნიშვნელობა და არეალიც ძალიან იზრდება.

ეს რომ ასე არ მოხდეს, საჭიროა, მინიმუმ 3-5 წელიწადში ერთხელ მაინც, ორგანიზაციის მენეჯმენტმა არსებითად გადახედოს სტრუქტურას, კარგად გააანალიზოს, ხომ არ არის საჭირო სრულიად ახალ სტრუქტურულ კონცეფციაზე გადასვლა, იმისათვის, რომ ორგანიზაციამ საკუთარ მიზნებს ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად მიაღწიოს, უფრო ეფექტურად უპასუხოს ახალ-ახალ გამოწვევებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 1.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება