მოტივაციის გაზრდის ყველაზე კარგი საშუალება თანამშრომლებში არის ის, რომ ლიდერული უნარების განვითარების შევუწყოთ ხელი მათ უშუალო ხელმძღვანელებში, შუა რგოლის მენეჯერებში.
სწორედ, შუა რგოლის ხელმძღვანელებზე ყველა მოტივაციის სისტემაზე მეტად არის დამოკიდებული, თუ რამდენად მოტივირებულები იქნებიან თანამშრომლები ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ, როგორც გააღვიძონ მათში მეტის და უკეთესად კეთების სურვილი, ისე საერთოდ მოუკლან მათ რაიმეს კეთების მოტივაცია.
თუ ამ ხელმძღვანელებს დავეხმარებით განივითარონ ლიდერული უნარები, ისწავლონ მუშაობა ადამიანებთან, მათში მოტივაციის მუხტის გაჩენა, მათი სტიმულირება ახალი იდეების გენერაციაზე, მათი წახალისება, რათა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა. თუ ვასწავლით როგორ გახდნენ როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევით მიმავალი ინფორმაციის უკეთესი გამტარები, ამით ყველაზე მეტად შევუწყობთ ხელს ორგანიზაციაში რიგითი თანამშრომლების მოტივაციის ზრდას, ბევრად უკეთ შევძლებთ მათი შესაძლებლობების გამოყენებას ორგანიზაციის წარმატებისთვის.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ მათში ახალი გზები თანამშრომლების მოტივაციის გასაზრდელად.