კუსტარულად გაკეთებულ სტრუქტურაზე აგებული ორგანიზაციები სოფლის იმ სახლებს ჰგავს, რომლის “პროექტი” ცოლ-ქმარმა ერთად დახაზა და მერე მეზობლებთან ერთად ააშენეს ყოველ საღამოს ქეიფ-ქეიფით.
იგი ზუსტად ისეთია, როგორიც მეზობელი სახლები, რომლის არა თუ მეორე სართულზე არ ადის წლის განმავლობაში არავინ, არამედ პირველ სართულზეც მხოლოდ მესამედს იყენებენ რეალურად.იგი მხოლოდ იმის მიხედვით ფასდება სოფელში, რამდენად დიდია და რამდენად კარგი მასალით არის აშენებული. ამ სახლებს, ყველას ერთნაირად, დიდი აივანი აქვს და კიბეები გარედან მიდგმული.იგი არც ესთეტიკური თვალსაზრისით არის კარგი, არც ფუნქციონალურობის და, უსაფრთხოების კუთხითაც, სრულიად მოუხერხებელია.
ასეთი სახლების მშენებლობაზე ხშირად ძალიან ბევრ ფულს, დროს და მასალას ხარჯავენ, მაგრამ თავშიც არ მოსდის არავის, რომ იმ თანხის სულ მცირე ნაწილი მაინც მისი პროექტის უკეთ გააზრებასა და მომზადებაზე დახარჯონ. ეს ხომ ბევრად უფრო მყუდროს, ლამაზს, პრაქტიკულს და კომფორტულს გახდიდა მათ ცხოვრებას.
17 აპრილი, 2013წ