თანამედროვე ორგანიზაციებში, ხელმძღვანელების შეფასების მთავარი კრიტერიუმი და გამოწვევა გუნდის წევრების განვითარების დონეა, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი ეს უბრალო მოცემულობაა.
ხელმძღვანელები რომ საბოლოო შედეგებზე აგებენ პასუხს, რა თქმა უნდა, ეს ცხადი და ბუნებრივია. თუმცა, ხელმძღვანელები რეალურ ღირებულებას ქმნიან მაშინ, როცა მათი დაქვემდებარებული ადამიანების ზრდასა და განვითარებაში დაუზარებლად განსაკუთრებულ კონტრიბუციას დებენ. ამიტომ მათი შეფასებისას გუნდის წევრების განვითარების მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა.
მიზნის მიღწევის საშუალებები განსახვავებულია. განსხვავებული საშუალებებით მიღწეული მიზნის ღირებულებაც განსხვავებულია. ხელმძღვანელის მიერ მოტანილი შედეგი განსაკუთრებით ძვირფასია ორგანიზაციისთვის, თუ ეს არა მარტო მისი პირადი თავდადებითა და ყოჩაღობით, არამედ თანამშრომლებში ჩადებული რესურსის აქტივაციით არის გამოწვეული. ასეთი ხელმძღვანელები დამფუძნებლების წერტილოვან კმაყოფილებაზე მეტად, ორგანიზაციისთვის გრძელვადიანი აქტივის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი.