თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა მათი უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
როდესაც მათ კომიტეტების, საბჭოების მეშვეობით აქვთ საშუალება რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და გამოთქვან მოსაზრება; როდესაც მათ ეკითხებიან რა პრობლემებს ხედავენ ორგანიზაციაში და ხედავენ, რომ მათ მოსაზრებებს ითვალისწინებენ გადაწყვეტილებების მიღებისას; როდესაც აქვთ საშუალება სხვადასხვა გამოკითხვაში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც შემდეგში მოყვება მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები.
ყველა მსგავსი სახის ჩართულობა ადამიანებში მნიშვნელოვნად ზრდის არა მარტო იმის მოტივაციას, რომ ორგანიზაციამ მეტ წარმატებას მიაღწიოს, არამედ იმისაც, რომ თვითონ მათ საკუთარ სამუშაო ადგილებზე კიდევ უფრო უკეთ შეასრულონ საკუთარი ფუნქციები და ეს ხდება მაშინაც, როდესაც ისინი თვითონ ამ გამოკითხვებში აქტიურად არც ერთვებიან, შეხვედრების დროს პასიურები არიან და აქტიურად არ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
ამიტომ, მენეჯმენტი, იმის მიუხედავად ხედავს თუ არა თანამშრომლების ჩართულობას რეალური გადაწყვეტილებების ხარისხზე, მინიმუმ მათი მოტივაციის გასაზრდელად და თვითონ ამ გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და უფრო უკეთ განსახორციელებლად მაინც, ყოველთვის უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად ჩართოს თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.