პოტენციური ლიდერები ორგანიზაციის შიგნით

ჩვენი ორგანიზაციის, თანამშრომელთა შორის არიან ისეთები, ვისაც ყველაზე კარგი პერსპექტივა აქვთ მისი მომავალი ლიდერები გახდნენ. რაც უფრო მალე ვიპოვით მათ და დავეხმარებით ამისათვის მომზადებაში, მით უფრო ღირსეულ ადამიანებს მოუწევთ მომავალში ჩვენი ორგანიზაციის მართვა.

მათი პოვნა ყველაზე ადვილად თანამშრომლებში სხვადასხვა ინიციატივების წახალისებით და მათზე დაკვირვებით შეიძლება, ვინც ამ ინიციატივების დაყენებასა და განხორციელებაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობს.

საზოგადოებრივი, სოციალური აქციების, პროექტების და კამპანიების ინიცირება და ორგანიზება ის ველია, სადაც ეს ხალხი თავს აუცილებლად გამოიჩენს. ასეთი სამუშაოების წამოწყება თუნდაც მათი გამორჩევისთვის ღირს, თვითონ ამ სამუშაოების დადებით შედეგებზე რომ არ ვილაპარაკოთ.

რაც შეეხება მათ უკეთ მომზადებას, ამის ყველაზე კარგი გზა მათთვის, ძირითადი საქმის პარალელურად, სპეციალური დავალებების ხშირად მიცემაა. პროდუქტის, მომსახურების განვითარების ამოცანებში ჩართვა, ახალი ინოვაციური იდეების მოძიება, დამუშავება-განხორციელების ორგანიზაცია – ის დავალებებია, რომლებიც მათი მეშვეობით კარგადაც გაკეთდება და მათ ღირსეულ ლიდერებად ჩამოყალიბებასაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება