რეორგანიზაცია წარმატებისთვის და არა კრიზისიდან გამოსასვლელად

რატომღაც მიღებულია, როდესაც ორგანიზაცია რეორგანიზაციას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს. სინამდვილეში ორგანიზაციული ცვლილებები და მათ შორის არსებითი სტრუქტურული ცვლილებები სწორედ იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული კრიზისი და დანაკარგები ავირიდოთ თავიდან.

ამას წინათ ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში დავასრულეთ სტრუქტურის რედიზაინის პროექტი. როდესაც მენეჯმენტმა რადიკალური ცვლილებები დაიწყო, მათი პარტნიორები, საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიების მენეჯერები გაოცებულებული ეკითხებოდნენ – “კი მარა, რა პრობლემები გქონდათ ამნაირი სტრუქტურაში, ასეთი ცვლილებები რომ დაიწყეთო” . არადა მენეჯმენტმა დაინახა, რომ კონკრეტული გადაადგილებებით, რამდენიმე ახალი პოზიციის თუ სამსახურის შექმნით გაზრდიდა არსებული შესაძლებლობების გამოყენების ხარისხსაც და მომავალ გართულებებსაც მნიშვნელოვანწილად აიცილებდა თავიდან. ამიტომაც განახორციელეს სტრუქტურული ცვლილებები.

რა უმჯობესია, დაველოდოთ სანამ წელში გაგვწყვეტს ჩვენივე ორგანიზაციული პრობლემები, თუ დავასწროთ, წინასწარ განვახორციელოთ სათანადო ცვლილებები თუ დავზოგოთ დროც, ნერვებიც და ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევასაც შევუწყოთ ამით ხელი?


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება