დებულებების მომზადება

რამდენად სწორად და კარგად არის დებულება მომზადებული, რამდენად ცხადად ასახავს ის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან კონკრეტული პოზიციის მიზანს, ამოცანებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს, რამდენად ეს გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა პოზიციების და ქვედანაყოფების აღწერებთან, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას.

დებულებების მომზადებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:

ა) დებულება არასოდეს არ უნდა დაწეროს იმან, ვინც ამ დებულებით უნდა იხელმძღვანელოს. სხვა შემთხვევაში ის სათანადოდ ხარისხიანი და ღირებული არასდროს გახდება.

ბ) დებულებების მომზადებისას გამოყენებული უნდა იყოს ერთი და იგივე ენა, სტილი, სტრუქტურა, რათა ადვილი იყოს მათი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.

გ) დებულებების მომზადებისას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს როგორ არის გაყოფილი როლები სტრუქტურებს და პოზიციებს შორის, ვიდრე ის, თუ რამდენად დეტალურია თითოეული დოკუმენტი. ამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად დეტალიზებული არ იყოს და შესაბამისობაში იყოს სხვა პოზიციების აღწერებთან.

ამ სამი მოთხოვნის დაცვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სტრუქტურის დანერგვისას დებულებების ფორმირებას ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი გუნდი ითავებს, თვითონ მოამზადებს სამუშაო ვარიანტებს, მერე განიხილავს და დააკორექტირებს უკვე შემსრულებლებთან ერთად, მისცემს მათ საბოლოო დოკუმენტების სახეს და მოამზადებს დასამტკიცებლად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება