რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ხელმძღვანელს ორგანიგრამა

რაც უფრო ახლოს, გამოსაჩენ ადგილას ექნება ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა, მით უფრო მეტი შანსია, დაუკვირდეს სტრუქტურაში ჩადებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებს, შეაფასოს რამდენად ასახავს ეს სტრუქტურა ორგანიზაციის პრიორიტეტებს და რამდენად ეხმარება ის მიზნების განხორციელებაში.

ბევრ ორგანიზაციას შევხვედრილვართ საქართველოში, მათ შორის არც თუ ისე მცირე ზომისებს, რომლებსაც ფიზიკურად არ აქვთ მათი ორგანიზაციული სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა, ან კიდევ HR-თან გადარეკვ-გადმორეკვების შემდეგ შეუძლიათ მოძველებული ვერსია მოიძიონ. რა თქმა უნდა, საქმე მაინცდამაინც დიაგრამის ქონაში არ არის.

ასეთ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ნაკლებად მკაფიოდ აქვთ პრიორიტეტები განსაზღვრული, პროცესებიც ანალიზის გარეშე და შეფერხებებით მიმდინარეობს და ადამიანური რესურსების გამოყენებაც არასრულყოფილად ხდება, კლიენტების კმაყოფილებაშიც პრობლემები უჩნდება და ბაზარზე პოზიციებს ნელ-ნელა კარგავს.  ამ ყველაფრიდან გამოსავალი ორგანიზაციული დიაგრამა ნამდვილად არ არის, თუმცა მისი უქონლობა ამ ყველაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება