როდესაც უმაღლესი მენეჯერის წინაშე დგას ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელთან დაკავშირებითაც სტრუქტურაში ვერ ხვდება ვის უნდა მისცეს დავალება ან ის, ვისაც ამ დავალებას აძლევს მის შესასრულებლად ვერაფრით იცლის, ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურაში არსებითი პრობლემებია და მათ სწრაფი მოგვარება სჭირდება.
ორგანიზაციის პრიორიტეტების მეტ-ნეკალებად მნიშვნელოვან ცვლილებასთან ერთად, უნდა შეიცვალოს პასუხისმგებლობის განაწილების სქემაც, სხვა შემთხვევაში ახალი ან გაზრდილი პრიორიტეტის ამოცანების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი ადამიანები სტრუქტურაში არ იქნებიან, ან მათ არ ექნებათ ამ ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო ძალაუფლება.
ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც შედეგი ერთი და იგივეა. ამოცანების გადაწყვეტა ან ვერ მოხდება საერთოდ, ან ძალიან დიდი დრო და რესურსები დასჭირდება მათ გადაწყვეტას, ან იმ ხარისხით ვერ მოხდება ეს, როგორც ორგანიზაციისათვის არის საჭირო.
ამავე დროს, ეს ამოცანები მუდმივ საფიქრალად და სანერვიულოდ ექნება პირველ პირს, თვითონაც იწვალებს, სხვებსაც გააწვალებს, საქმე კი ამით დიდად მაინც ვერ წაიწევს წინ.
15 მაისი, 2013წ