ხელმძღვანელი როგორც წყალი თუ ხელმძღვანელი როგორც კლდე

არიან ლიდერები, რომლებიც იქცევიან როგორც წყალი, ახერხებენ თითქოს დაყვნენ,  მაგრამ ამით გვერდი აუარონ მიმდინარე წინააღმდეგობებს, საბოლოოდ კი მაინც მიაღწიონ დასახულ მიზანს და არიან ლიდერები, რომლებიც ჰგვანან კლდეს, ცდილობენ ყველა წინააღმდეგობას დახვდნენ მედგრად და სადამდეც შეძლებენ, წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს.

მართვის სამყაროში, რა თქმა უნდა, ორივე ტიპის ხელმძთვანელის ადგილი არსებობს. უფრო მეტიც, სიტუცაციების მიხედვით ან ერთი ტიპია უფრო ხელსაყრელი, ან მეორე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ შორის ყველაზე კარგ შედეგს, თითქმის ყოველთვის, მაინც პირველი ტიპის, წყლის თვისებებისა და ქცევის მქონე მენეჯერები აღწევენ. ისინი ახერხებენ იყვნენ ბევრად თანმიმდევრული მოქმედებებში, ნაკლები სტრესისა და ნერვების ხარჯზე ბევრად უკეთ აღწევენ დასახულ მიზნებს. მათ გარშემო მყოფ ადამიანებს კი  თვითონაც ნაკლებ ჭრილობებს და ტკივილს აყენებენ და გარეშე საფრთხეებისგანაც უკეთ იცავენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება