ორგანიზაციები და სასწავლო დაწესებულებები

ყველა ორგანიზაციისათვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს კადრების აყვანა – გამოცდილების მქონეებს დიდი ანაზღაურება ესაჭიროებათ, ახალ-კურსდამთავრებულთა ცოდნა და კომპეტენციები ძალიან შეუსაბამოა ორგანიზაციის მოთხოვნებთან და დიდ დროსა და რესურს საჭიროებს ინვესტირებისათვის. რეალურად უნივერსიტეტების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მიცემას, რაზეც მოთხოვნა არსებობს ორგანიზაციებში.

სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებთან შესაძლოა საკმაოდ ღირებული აღმოჩნდეს საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისათვის. მაგრამ ეს თანამშრომლობა მხოლოდ კონტაქტებისა და ინფორმაციის გაზიარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ორგანიზაციები უნდა ეხმარებოდნენ შერჩეულ უნივერსიტეტს იმ ცოდნის გაცემაში, რაც მომავალში სტუდენტებს დასჭირდებათ სამუშაოდ და მუდმივად ჩართულები უნდა იყვნენ საგანმანათლებლო პროცესებსა და განვითარებაში.

ამის ყველაზე მარტივი მაგალითია თუნდაც ბანკები, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული სპეციალობისა და ფაკულტეტის შერჩევა და იქ ოპერატორებისათვის აუცილებელი 1-2 საგნის სწავლება – მაგალითად ბანკში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების, საბანკო სისტემის და ა.შ.. ან სადაზღვევოებს, რომელთაც მუდმივად სჭირდებათ გაყიდვების აგენტები – გაყიდვების მეთოდებისა და მიდგომების სწავლება შეეძლებათ ისეთ ფაკულტეტზე, სადაც ყველაზე დიდი შანსია კარგი აგენტების აღზრდის… თუნდაც IT კომპანიები ავიღოთ – ისინი პირველივე კურსიდან რომ ჩართულები იყვნენ პროგრამისტების განათლებაში – სასწავლო პროგრამაში შეტანილი იყოს ის სისტემები, რაზეც მუშაობენ, ის პროექტები, რასაც ახორციელებენ.

ამის ეფექტი ის იქნება, რომ გაცილებით გაიზრდება შანსი – კარგი და სწორი კადრის აყვანის, ვინაიდან კომპანია უკვე კარგად იცნობს სტუდენტთა შესაძლებლობებს, მათ ცოდნას, გაიზრდება შანსი კარგი კადრების მიზიდვის – ვინაიდან სტუდენტებს თავიდანვე ჩამოყალიბებული ექნებათ სად იმუშავებენ, მზად იქნებიან ამისათვის და ლოიალურობაც მეტი ექნებათ ამ კომპანიის მიმართ, და შემცირდება ახალბედა კადრების სწავლება-გამოცდილების, ან გამოცდილი კადრების ხელფასების ხარჯები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება