სისტემურად მოაზროვნე ლიდერები

ლიდერები, რომლებიც სისტემურად აზროვნებენ, გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ორგანიზაციული მანქანის შექმნას, რომელიც მათი ნაკლები ჩართულობის შემთხვევაშიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, არა მარტო ოპერაციული, არამედ განვითარების კუთხითაც.

ასეთი მანქანის შექმნა კი გამუდმებულ მუშაობას ითხოვს სტრუქტურის განვითარების, პროცესებისა და მეთოდოლოგიების დახვეწის, მენეჯმენტის საკადრო შემადგენლობის გაძლიერების, დაგეგმვის, კონტროლის, გაყიდვების, ხარისხის კონტროლისა და მართვის სისტემების მუდმივი დახვეწის მიმართულებით.

ის ლიდერები, რომლებიც ამ მიმართულებით საკმარისად არ მუშაობენ და დღიდან დღემდე მიმდინარე საქმეების “მოგვარებით” არიან ძირითადად დაკავებული, წლების შემდეგ ხვდებიან, რომ ეს მიმდინარე საქმეები არ დამთავრდა, რასაც აკეთებდნენ ისევ იმას აკეთებენ დღესაც (თუ კიდევ რამეს აკეთებენ ამ ორგანიზაციაში) და საქმე კი წინ, ფაქტობრივად, არ წასულა.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის ახალი, მეექვსე წიგნი – ორგანიზაციული პერპეტუმმობილე, ის სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ შევქმნათ ქმედითი ორგანიზაციული მანქანა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება