პასუხისმგებლობის და ძალაუფლების დისბალანსი

ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაციაში ადამიანი, ვისაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია არ ფლობს ამ პასუხისმგებლობის შესაბამის ძალაუფლებას. ასევე ხდება ისეც, რომ ადამიანების ნაცვლად, ვისაც დიდი ძალაუფლება აქვთ, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებს ეკისრებათ. ამ ორივე შემთხვევას ხშირად ერთი და იმავე ორგანიზაციებში აქვს ადგილი. ორგანიზაციებში, სადაც ძალაუფლების და პასუხისმგებლობის ბალანსი არსებითად არის დარღვეული.

ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ არ აქვთ ძალაუფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ამ პასუხისმგებლობის რეალიზებისთვის, დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი სტრესის პირობებში უწევთ მუშაობა. დროთა განმავლობაში არაპროდუქტიულები და ქმედითუუნაროები ხდებიან ან ხვდებიან ამ საფრთხეს და დროულად ტოვებენ ორგანიზაციას.

ბევრად უფრო ცუდი შედეგებია იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც დიდი ძალაუფლება აქვს, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ შეცდომებზე სხვას ეკისრება. ასეთი ადამიანები “ორგანიზაციული მონსტრები” ხდებიან. გიგანტიზმით ავადდებიან. არაკონსტრუქციულები არიან კოლეგებთან მიმართებაში, მთლიანი ორგანიზაციის ინტერესების რაკურსით აღარ უყურებენ პროცესებს, ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას იწყებენ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოვლინებებით.

ორგანიზაციული არქიტექტორი, ვინც ასეთი ორგანიზაციის სტრუქტურის დიზაინზე მუშაობს, ყოველთვის უნდა ეცადოს იპოვოს ძალაუფლების და პასუხისმგებლობის არსებითი დისბალანსი სტრუქტურაში და გამოასწოროს ის.

 

ივნისი, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება