ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 70-ს აღემატება, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტში გაჩნდეს მკაფიო პასუხისმგებელი პირი, ვინც თანამშრომლების კმაყოფილებაზე იზრუნებს.
შესაძლოა ამ ამოცანის შეთავსებაც, თუმცა თუ ერთი ადამიანი იქნება ორგანიზაციის წინაშე ანგარიშვალდებული თანამშრომელთა კმააყოფილებაზე, ამით ამ საკითხს უფრო პრიორიტეტულს და უფრო შედეგიანს გავხდიდით.
თანამშრომლების კმაყოფილების მენეჯერის მთავარი ფუნქცია, თანამშრომელთა კმაყოფილების და მოტივაციის მდგომარეობის შეფასება, უკმაყოფილების მიზეზების კვლევა და მენეჯმენტისთვის გაუმჯობესების შესაძლებლობების შეთავაზებაა. მენეჯერი ეხმარება მენეჯმენტს, მუდმივად გრძნობდეს თანამშრომელთა კმაყოფილების პულსაციას და ფლობდეს მისი რეგულირების შესაძლებლობებს.
ლოლა
on Jun 10th, 2013
@ 15:37:
უაზრო წერილებია, არაფრის მომცემი…