ინიციატივა დასჯადია?

“инициатива наказуема” – არ ვიცი ვის ეკუთვნის ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან გვაქვს სისხლში გამჯდარი მსგავსი დამოკიდებულება. ბევრი თვლის, რომ ინიციატივებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, მაინც არავინ მოუსმენს, მაინც არავინ დაინახავს. ძალიან ბევრი ნიჭიერი, ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანი სამსახურში დროის ნახევარს უფუნქციოდ ატარებს, აკეთებს მარტივ საქმეს, რომელიც არ მოსწონს და ელოდება საიდანღაც დაწინაურებას, წარმატებასა და წინსვლას.

რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც მენეჯმენტი მაქსიმალურად ხელს უწყობს თანამშრომლებს ინიციატივებით გამოსვლაში, მაგრამ როცა სხვანაირ კომპანიაში მოხვდი, შენ უნდა იმოქმედო და გადალახო პასიური რეჟიმი.

ჩვენი რჩევაა, ყოველდღიურად ან კვირაში ორჯერ მაინც ნახევარი საათის გამოყოფა და კონკრეტულ პრობლემაზე, საკითხზე ფიქრი და იდეების გენერაცია. შემდეგ სხვა თანამშრომლებიც შეიძლება აიყოლო და გუნდურად იმუშავოთ, კვირის ბოლოს კი ხელმძღვანელთან განიხილეთ ეს იდეები, ან მეილზე გადაუგზავნეთ. დროთა განმავლობაში იდეებიც უკეთესი გაგიჩნდებათ, ხელმძღვანელობაც დაინახავს თქვენს შესაძლებლობებსა და შრომისმოყვარეობას, რაც ხშირად დადებითად აისახება კარიერაზე.

და მაინც, თუ ვერავინ შეამჩნია თქვენი აქტივობა, თქვენი იდეები მიიტაცეს, ან დააიგნორეს, მაინც არ შეწყვიტოთ ამის კეთება, რადგან განივითარებთ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, საკუთარი აზრის გამოთქმისა და არგუმენტირების უნარს, შემოქმედებით ფიქრს, უფრო მეტ საკითხში გაერკვევით, და თუნდაც სხვაგან, გასაუბრებაზე მოხვედრისას, მოიწონებთ თავს თქვენი პროაქტიულობით. მთავარია გჯეროდეთ, რომ არავინ დაგსჯით ინიციატივების გამო.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “ინიციატივა დასჯადია?”


  1. Nato
    on Jun 24th, 2013
    @ 13:31

    მომეწონა ბოლო პარაგრაფი, სადაც აღნიშნულია, რომ თუ იმ სამსახურში არ გამოიჩინეს ინტერესი თქვენი ინიციატივების მიმართ სხვა ეძიეთო. ქართულ ანდაზა გამახსენდა – ”სადაც არა სჯობს, გაცვლა სჯობს!”


  2. Nato
    on Jun 24th, 2013
    @ 13:32

    ისე, სათაურადაც ეს ფრაზა უფრო გამოდგებოდა ალბათ…

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება