ინტერესთა კონფლიქტებით მიღებული სარგებელი

ინტერესთა კონფლიქტები, ორგანიზაციას ზრდის და განვითარების კარგ საშუალებას აძლევს. კონფლიქტური მხარეები, პარალელურ რეჟიმში, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, ბუნებრივად აკონტროლებენ ერთმანეთს და აიძულებენ უკეთესად იმუშაონ. ამასთან, მეტი სასარგებლო ინფორმაცია ამოდის მენეჯმენტის დონეზე და შესაბამისად უფრო სწრაფად და უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება შესაძლებელი.

სტრუქტურაში ინტერესთა კონფლიქტის შექმნა რთული არ არის. ამისათვის საჭიროა ორ განსხვავებულ პოზიციას, ან ქვედანაყოფს ისეთ ამოცანებზე დააკისრო პასუხისმგებლობა, რომლებიც ერთმანეთის კონფლიქტურია და მათი დაპირისპირებაც დაიწყება. რაც უფრო დაცილებულები იქნებიან ეს ამოცანები სტრუქტურულად, მით უფრო მაღალ დონეზე აღმოჩნდება მათ შორის წარმოქმნილი დავებიც.

ასეთი კონფლიქტური ამოცანები კი ძალიან ბევრია. მაგალითად, პროდუქტების განვითარება და გაყიდვების ზრდა, გაყიდვების ზრდა და მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ასორტიმენტის სწორი მართვა, მოგების ზრდა და კლიენტების კმაყოფილების ამაღლება და ა.შ.  საჭიროა, უბრალოდ, სწორად შევარჩიოთ, რომლებია მათ შორის ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სწორედ ისინი წავახალისოთ შესაბამისი სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღების გზით.

ამ პროცესში ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს არაფორმალური ურთიერთობების მუდმივ განვითარებაზე, იმისათვის, რომ სამსახურებრივი ინტერესთა კონფლიქტები ადამიანების პირად დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება