მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზით

იმისთვის, ვისაც ამ მიმართულებით ბევრი არ უფიქრია და უმუშავია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რამდენი პრობლემები და სირთულეებია ორგანიზაციაში, ამასთან რამდენი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზით, დამატებითი შეხვედრებისა და დოკუმენტების კითხვის გარეშე.

პრობლემები, რომლებიც ასეთი ანალიზის შედეგად ხდება თვალსაჩინო, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემებია, რასაც საბოლოოდ, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ორგანიზაციისათვის.

მაგალითად, როგორ არის განაწილებული პასუხისმგებლობა უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებლები, აქტიურები არიან მენეჯმენტის წევრები, რამდენად მოდის ინიციატივები მათგან, ეხმარებიან თუ ხელს უშლიან ისინი ქვემოდან მომავალ ინიციატივებს.

რომელი ქვედანაყოფები ექვემდებარებიან პირდაპირ პირველ პირს, დაგვეხმარება გავიაზროთ, თუ რაზე იხარჯება ძირითადად მისი დრო, უფრო ოპერატიული და მიმდინარე საკითხებით არის ის დაკავებული თუ უფრო მნიშნელოვანი საკითხებისთვისაც ახერხებს დროის დათმობას.

რა ფუნქციები არსებობს სტრუქტურაში და რა არა, და ამასთან, როგორ არის ისინი დაჯგუფებული საკმაოდ ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო პროცესები ორგანიზებული, რა პროცესები მიდის ორგანიზაციაში გამართულად და რა პროცესები -არა.

რომელი კოლეგილაური სტრუქტურები არსებობს და რა არა, გვეხმარება დავინახოთ, რამდენად აწყობილია კომუნიკაცია ორგანიზაციაში. რა საკითხებთან დაკავშირებით ხერხდება უფრო გამართული ურთიერთობა და რასთან დაკავშირებით ვერ.

მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც მენეჯმენტი არასწორ, არაკვალიფიციურ მუშაკებს აბრალებს, ან გაუმართავ IT სისტემებს, ან სხვა რამეს, სინამდვილეში არასწორი სტრუქტურული გადაწყვეტილებებით არის განპირობებული. ამასთან, ამ პრობლემების უდიდესი ნაწილის დანახვა მხოლოდ სტრუქტურის ანალიზითაც შეიძლება.

იხილეთ ჩვენი ახალი საიტი www.organizationalstructures.com და ნახეთ, როგორ შეიძლება “სინერჯი ჯგუფი” დაგეხმაროთ თქვენს სტრუქტურაში არსებული ხარვეზების გამოვლენაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება