კონტროლი და თავისუფლება

შესაძლოა ცხოვრებაში ასე არც არის, მაგრამ ორგანიზაციებში თანამშრომელთა თავისუფლების ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ კვალიფიციური და კარგად აწყობილი კონტროლის სისტემა იძლევა.

თუ ორგანიზაცია ვერ ახერხებს კარგად აწყობილი წინასწარი, მიმდინარე თუ შემდგომი კონტროლის მექანიზმებით ეფექტურად აკონტროლოს რისკები, რომლებიც თანამშრომლებისთვის მეტი თავისუფლების მისანიჭებლად იქმნება, მაშინ ის ვერასოდეს მიანიჭებს მეტ თავისუფლებას თანამშრომლებს, ან თუ მიანიჭებს, ცოტა ხნით და ისიც სანანებელი გაუხდება.

სწორედ ამიტომ, იქ, სადაც ეს თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო სწრაფად, უფრო ბევრი და უფრო კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად ამ მიზნით მუშაობა სწორედ კარგი კონტროლის სისტემის მშენებლობით უნდა დაიწყოს.

მენეჯმენტმა უნდა შექმნას სტრუქტურაში ისეთი მექანიზმები, რომლებიც არ ჩაერევიან მიმდინარე საოპერაციო პროცესებში, მაგრამ მის პარალელურად შეძლებენ მოახდინონ რისკების ზრდის პრევენცია, დროულად აღმოაჩინონ დარღვევები ან არაკვალიფიციურობა და სწრაფად შეძლონ მათგან გამოწვეული პრობლემების მინიმიზაცია.

www.organizationalstructures.com


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება