სრულიად ახალი სტრუქტურის და ორგანიზაციის შექმნა, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. ასეთ დროს გამოდიხარ არსებული რეალობიდან. ეს გადაწყვეტილებების მიღებას გაცილებით ამარტივებს, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია ხარისხიანად ვეღარ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, ანუ სახლი აღარ არის საკმარისი არსებული ოჯახისათვის, მაშინ იწყება პრობლემები.ასეთ დროს ხელოვნურად იწყებენ ახალი სტრუქტურების შექმნას, რომელიც ორგანულად ვერ თავსდება არსებულ სტრუქტურაში (როგორც სახლისათვის მიშენებების კეთებას), რაც არამყარია და არაქმედითი.
ასეთ დროს ერთადერთი სწორი გზა რეორგანიზაციაა, მაგრამ ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ვინაიდან საჭიროა არსებული კედლების, ჩარჩოების, ნგრევა, დაშლა და ახლიდან აწყობა. რეორგანიზაციას ხშირად პიროვნული და სუბიექტური მოსაზრებები ეღობება, ხან დამკვიდრებული წესები და ჩვეულებები. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია CEO-ს ძალისხმევა, რათა რეორგანიზაციისას არ დაუშვას დესტრუქციული ქცევა და დანერგოს ის სტრუქტურა, რომელიც ესჭირდება ორგანიზაციას.