ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების სფეროში მუშაობის თითქმის 15 წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, თუ რამდენი რთული ორგანიზაციული პრობლემის, დაკარგული დროითი, ფულადი, საკადრო და ემოციური რესურსის, ხელიდან გაშვებული საუკეთესო შესაძლებლობების მიზეზი შეიძლება გახდეს სტრუქტურულ მოწყობაში დაშვებული შეცდომები.
მეორე მხრივ, ცხადია, რამდენად დიდი შეიძლება იყოს წარმატება, რომელსაც სწორად გაკეთებული სტრუქტურა განაპირობებს.
სამწუხაროდ, მენეჯერების დიდი ნაწილი არც წარმატებას, არც წარუმატებლობას სტრუქტურას დიდად არ უკავშირებს. იგი უფრო მეტად კონკრეტული ადამიანების დამსახურებად მიაჩნიათ, ან ორივეს უუნარობას აბრალებენ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა დიდი და საშუალო ზომის მსურველი ორგანიზაციისათვის მათი სტრუქტურის ანალიზი უფასოდ. მხოლოდ ორგანოგრამის შესწავლით გეტყვით რა პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს ან მომავალში გახდეს თვენი სტრუქტურა.
ვერც კი წარმოიდგენთ თვენი ორგანიზაციის შესახებ რამდენი საინტერესო დასკვნა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე დაყრდნობით.