სახელებად სტრუქტურულ ერთეულებს ამოცანები დაარქვით

ერთი-ერთი მარტივი და სასარგებლო ცვლილება, რაც შეიძლება სტრუქტურის ეფექტურობისთვის გაკეთდეს, ქვედანაყოფებისთვის სახელების სწორად დარქმევაა. თუ თითოეულ ქვედანაყოფს დავარქმევთ ამოცანის სახელს, რომელიც ამ ქვედანაყოფის წინაშე დგას, ამით მნიშვნელოვან და დადებით ზეგავლენად მოვახდენთ ამ ქვედანაყოფის მუშაობაზე.

როგორც წესი, ორგანიზაციები ქვედანაყოფებს ფართოდ გავრცელებულ სახელებს არქმევენ. შეიძლება ეს სახელი სწორედაც შეესაბამებოდეს ქვედანაყოფის დანიშნულებას, თუმცა როგორც წესი ასე არ ხდება ხოლმე. ამ დროს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა, ამ ქვედანაყოფს პირდაპირ ამოცანა დავარქვათ. ერქვას ნაკლებად გავრცელებული სახელი ორგანიზაციის შიგნით, სრულად პასუხობდეს და ახორციელებდეს ორგანიზაციის პრიორიტეტს.

სწორი სახელი ქვედანაყოფის საქმიანობაზე იმდენად ახდენს გავლენას, რამდენადაც ამ ქვედანაყოფის თანამშრომლებს მუდმივად უმახვილებს ყურადღებას თუ რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ზრდის მათ კონცენტრაციას არა ფუნქციის შესრულებაზე, არამედ ამოცანის გადაწყვეტაზე, ამასთან გარე სტრუქტურულ ერთეულებსაც სწორ მოლოდინებს უქმნის მათი საქმიანობის  და უფლება-მოვალეოებების შესახებ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება