ფოკუსის არსებობა ორგანიზაციებში

ჩვენ ვაკეთებთ ორგანიზაციულ სტრუქტურებს. ძალიან ბევრი გვეკითხება, რატომ არ ვაკეთებთ ბიზნეს გეგმებს, გაყიდვების გეგმებს და სხვა მრავალ პროექტს, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია, თუნდაც არც თუ ისე ცუდად. იყო პერიოდი, როდესაც ვეხმარებოდით ორგანიზაციებს ნებისმიერი რთული საკითხის გადაწყვეტაში. მიზეზები უამრავია, თუ რატომ ავირჩიეთ მაინცდამაინც სტრუქტურების კეთება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის განსხვავება, რაც კონკრეტულ მიმართულებაზე აქცენტირებით მივიღეთ:

1. უამრავი ახალი კლიენტი – მანამდე თუ კლიენტებს ვეხმარებოდით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში, დრო აღარ გვრჩებოდა ახალი კლიენტების მოსამსახურებლად, ახლა კი გაცილებით მეტი ორგანიზაციისათვის ვქმნით ღირებულებას.

2. კომპეტენციების გაღრმავება – ყოველ ახალ პროექტზე საჭიროა, ახალი მიდგომის მოფიქრება, ახალი გზის ფორმირება, ახალი გადაწყვეტილებების პოვნა, რაც ყოველთვის კარგად არ გამოდის. კონკრეტულ მიმართულებებზე აქცენტირებით სწავლობ, როგორ აკეთო უკეთესად, უფრო მოქნილად, ხარისხიც მატულობს და კლიენტის კმაყოფილებაც.

3. განვითარება – კონკრეტული მიმართულებით აქცენტირება საშუალებას გაძლევს კიდევ უფრო განვითარდე – სწავლობ პოტენციურ კლიენტებთან  ურთიერთობის და მოზიდვის გზებს, ასტაბილურებ შემოსავლებს, არსებულ პროდუქტში პოულობ და იყენებ ახალ შესაძლებლობებს.

4. ორგანიზაციის აღქმა – კლიენტებმა ზუსტად იციან, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ ყველაზე კარგად, მანამდე კი ძალიან ბუნდოვანი იყო კომპანიაზე წარმოდგენები.

ორგანიზაციებმა, რომლებსაც ძალიან ცხადი ფოკუსი აქვთ, იციან, ზუსტად რას ემსახურებიან, ვინ არიან კლიენტები და რა პროდუქტებს სთავაზობენ მათ, ისწავლიან ამ ყველაფრის უკეთესად კეთებას, მიაღწევენ კლიენტთა კმაყოფილებას, შემოსავლების ზრდასა და სხვა წარმატებებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება