რას ვითხოვთ თანამშრომლებისგან

თანამშრომლებმა თუ ზუსტად იციან რას ველით მათგან, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი საქმიანობის შედეგებში, ისინი ბევრად უკეთესად მუშაობენ. სწორედ ცხადი და მკაფიო მოტივაციის სქემები ასტიმულირებს ადამიანების ძირითადად საქმიანობას და არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, რომელსაც მათ ამ სამუშაოს და შედეგების ნაცვლად ვპირდებით.

თუ პოზიციებს სწორ, მკაფიო სახელს ვარქმევთ, რომელიც მაქსიმალურად ცხადად გადმოსცემს ამ პოზიციაზე დასაქმებულთა პასუხისმგებლობას, მაშინ ისინი ბევრად უფრო აქტიურები ხდებიან.

როდესაც ადამიანებს ვაძლევთ ამოცანას ფუნქციის ნაცვლად, ისინი უფრო ინიციატივიანები და დამოუკიდებლები ხდებიან.

როდესაც ადამიანებს ვაძლევთ სფეროს, მიმართულებას, რომელზეც გრძელვადიანად ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, ისინი უფრო სწრაფად იწყებენ იმ მიმართულებით, ცოდნის, ინფორმაციის დაგროვებას და კავშირების გაფართოებას.

სწორედ ამიტომ, რაც უფრო ცხადად გვაქვს განსაზღვრული ყოველი ადამიანის, პოზიციის როლი, ამოცანა და პასუხისმგებლობა, მით უფრო მაღალია მათი მოტივაცია, ინიციატივა და კომპეტენციების დაგროვების ტემპი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება