როდესაც პირველ პირს ბევრი სამსახური ექვემდებარება პირადად

როდესაც ხელმძღვანელს პირადად ექვემდებარება ბევრი სამსახური და მიმართულება (8-9, ან კიდევ უფრო მეტი), ამას ძალიან ცუდი ეფექტი აქვს ორგანიზაციის საქმიანობაზე და საქმიანობის შედეგებზეც.

პირველ რიგში, ეს იწვევს პირველი პირის ჩართულობას ძალიან ბევრ მიმდინარე საკითხში და მისი დრო იხარჯება ისეთ ტექნიკურ თემებზე, რაზეც პირველი პირი დროს არ უნდა ხარჯავდეს.

ავტომატურად, მცირდება ხელმძღვანელის შესაძლებლობები კონცენტრირება მოახდინოს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, საკმარისი დრო და ყურადღება დაუთმოს სტრატეგიულ ამოცანებს.

გარდა ამისა, ძალიან რთულდება, ნელდება გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში თვითონ გადაწყვეტილებების ხარისხიც მნიშვნელოვანად ეცემა.

იზრდება ბიუროკრატია იმ სამსახურების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან ხელმძღვანელს. უფრო მიუწვდომლები და ცუდად მომსახურეები ხდებიან სხვა სამსახურებისათვის.

რთულდება კომუნიკაცია ქვედანაყოფებს შორის. ყველა ცდილობს სხვა სამსახურებთან ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემა უშუალოდ პირველ პირთან განიხილოს და მისი მეშვეობით მოაგვაროს, რაც ძალიან აფერხებს კომუნიკაციას და აფუჭებს პირად ურთიერთობებს მენეჯერებს შორის.

იზრდება კონკურენცია პირველი პირის ყურადღებაზე, რაც უფრო ყოჩაღი ადამიანების გამარჯვებით მთავრდება და არა იმ მიმართულების ან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც ორგანიზაციის წინაშე დგას.

ეს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა დიდი ყურადღებით ითხოვს პირველ პირთან უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახურებისა და მიმართულებების შერჩევას. განსაკუთრებით კი ამ ქვედანაყოფების რაოდენობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ორგანიზაციულ სტრუქტურას ვაკეთებთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება