ძალაუფლების კონცენტრაციის ორი ცენტრი

იმ ორგანიზაციებში, სადაც პირველი პირის გარდა კიდევ არსებობს ძალაუფლების კონცენტრაციის სხვა განსაკუთრებულად ძლიერი ცენტრი, მაგალითად, მოადგილე, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის დიდ ნაწილზე არის პასუხისმგებელი, ყოველთვის იქმნება მართვის პრობლემა განსაკუთრებით ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების სახით. ეს, საბოლოოდ, ორგანიზაციას ბევრ რამეს აკარგვინებს და ხდება მაშინაც, როდესაც ეს ადამიანები თავდაპირველად ახლო მეგობრებიც არიან ხოლმე.

პრობლემა იმაშია, რომ ძალაუფლების ორი ცენტრი ხელს უწყობს ადამიანების დაჯგუფებას ამა თუ იმ ცენტრის ფარულ თუ ღია მომხრეებად, რაც ამ ორ ხელმძღვანელს შორის, ნებისმიერ საკითხზე, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, ძალიან ბევრ ზედმეტ დაპირისპირებას, გაურკვევლობასა და არასაჭირო კონფლიქტებს უწყობს ხელს.

ძალიან ხშირად ძალაუფლების ცენტრების ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობები განსხვავებულ ბანაკში მყოფ ადამიანებს შორის პირად დაპირისპირებებში და დაძაბულ ურთიერთობებში გადადის. რაც ასევე ძალიან ბევრს აკარგვინებს ორგანიზაციას.

გარდა ამისა, ამ ორი ადამიანის ურთიერთობაც ნელ-ნელა რთულდება დროთა განმავლობაში, რაც ამის შემყურე ქვედა რგოლების თანამშრომლებშიც სტრესს, გაურკვევლობას, დაძაბულობას ზრდის.

ასეთ დროს განსაკუთრებით პრობლემატურია თანამშრომლებში ორგანიზაციის მიზნებთან, მომავალთან და გრძელვადიან ხედვებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. მათ ძალიან უჭირთ ჩამოყალიბდნენ ვის დაუჯერონ და ვისი პრიორიტეტების შესაბამისად ეცადონ მოქმედებას.

განსაკუთრებული პრობლემები, ასეთ დროს, იქმნება კადრების დაწინაურების თვალსაზრისით. ორივე ლიდერი ცდილობს მასთან დაახლოებული ადამიანების წინსვლას შეუწყოს ხელი, რითაც პრობლემები, კონფლიქტები და გაურკვევლობა მმართველი გუნდის წევრებს შორის კიდევ უფრო რთულდება და აქედან მიღებული უარყოფითი ეფექტებიც საგრძნობლად მატულობს.

ადამიანები, ვინც სტრუქტურაზე მუშაობენ, ყოველთვის უნდა ცდილობდნენ მაქსიმალურად გადაანაწილონ ძალაუფლება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის ისე, რომ პირველი პირის ალტერნატიული, ძალაუფლების განსხვავებული ძლიერი ცენტრი არ შექმნან, რათა ორგანიზაციას ბევრი პრობლემა ააცილონ მომავალში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება