ორგანიზაციაში ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს

ხშირად ორგანიზაციებში არ ასხვავებენ ერთამენეთისგან, თუ ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს. სინამდვილეში ეს ორი საკითხი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განაწილებული ორგანიზაციაში როგორც ერთი, ისე მეორე.

ვის რაზე აკისრია პასუხისმგებლობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ რა საკითხზე ფიქრობს. თუმცა, ფუნქციებით, შესაძლოა, იმავე ფუნქციებს, რაზეც ერთნი ფიქრობენ, გაკეთებით სულ სხვა ადამიანები აკეთებენ.

მაგალითად, ადამიანი, რომელიც კლიენტების მოზიდვაზე და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, ფიქრობს იმაზე, როგორ მოიზიდოს კლიენტები და მოქმედებს კიდეც ამ მიმართულებით, თუმცა ამ პროცესში საჭირო მოქმედებების ძალიან დიდ ნაწილს, შესაძლოა, სხვა ადამიანები ასრულდებდნენ. მაგ., თანაშემწე, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციას აზუსტებს და შეხვედრას ნიშნავს, მძღოლი რომელსაც მენეჯერი შეხვედრაზე მიჰყავს, ანგარიშგების სამსახური, რომელიც ამისათვის საჭირო ანგარიშგებას ამზადებს, მარკეტინგის სამსახური, რომელიც ამისათვის პოლიგრაფიულ პროდუქციას უმზადებს და ა.შ.

უფრო მეტიც, მენეჯერი, რომელიც კლიენტების მოზიდვაზე და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი შესაძლოა, მომსახურებით კლიენტს პირადად საერთოდ არც ემსახურებოდეს, მაგრამ ის მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს კლიენტის კმაყოფილება. ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის კლიენტის ცუდად მომსახურების შესახებ, კლიენტის მხრიდან ნებისმიერი პრეტენზიის დაფიქსირება მისთვის დამატებითი მოქმედებების ინიცირების მიზეზი ხდება. ის იწყებს ჯერ შესაბამის თანამშრომლებთან კლიენტების ინტერესების დაცვას, მერე მათ ხელმძღვანელბთან სვამს საკითხს, მერე, თუ საჭირო გახდა, საკუთარ ხელმძღვანელებთან და ა.შ.

ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავებისას მნიშვნელოვანია დიზაინერებმა გაითვალისწინონ, ვინ რაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს ამ ორგანიზაციაში და ვინ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს. მათ ცხადად უნდა ესმოდეთ განსხვავება ამ ორ საკითხს შორის და ისე უნდა დაგეგმონ სტრუქტურის დიზაინი, რომ ეს განსხვავება მაქსიმალურად გამოიყენონ ორგანიზაციის უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება