სტრუქტურაში ტოპ-გუნდზე ამოცანების გადანაწილება

სტრუქტურების მოწყობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ შემდეგ მიდგომას  ეფექტიანი დიზაინის შესაქმნელად: ძალიან ცხადად და კარგად გაიაზრეთ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი და პრიორიტეტული ამოცანები და გადაანაწილეთ ის ტოპ-მენეჯმენტის წევრებზე. ამასთან, დაუქვემდებარეთ ის რგოლები, რომლებიც აუცილებელია მათი ამოცანების განსახორციელებლად.

ასეთი ორგანიზაციები რესურსებს გაცილებით ეფექტიანად იყენებენ – ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებზე ნაწილდება დროც, ენერგიაც და ფინანსებიც, რადგან ყველაზე მაღალ დონეზე ჰყავთ მათ პასუხისმგებელი პირები.

ასეთ ორგანიზმში ყველა მთავარმა რგოლმა ზუსტად და ცხადად იცის მისი მიზანი და რას ელოდებიან მისგან. ამავდროულად, მათი საქმიანობა ძალიან ადვილი შესაფასებელია  და ყოველთვის მარტივია დაინახო რეალური შედეგები თითოეული ამოცანის განხორციელებისათვის.

გარდა ამისა, დროთა განმავლობაში მიმართულებებში გროვდება კომპეტენცია – საქმის უკეთ კეთების, თანამშრომლების უკეთ ორგანიზაციის, პროცესების დახვეწის, ამოცანის გადაჭრის.

რა თქმა უნდა, ორგანიზაციული ცვლილებები შედარებით რთული სამუშაოა, თუმცა თუ ყველაზე მთავარ ამოცანებზე ვერ ხედავთ პასუხისმგებელ პირს ზედა დონეზე, დროა მოქმედების.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება