პროცესების მიმდინარეობას შეიძლება დაეხმაროს ან ხელი შეუშალოს თანამშრომელთა განლაგებამ. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია ერთი დეპარტამენტის, სამსახურის, მიმართულების თანამშრომლების ერთად განლაგება. ეს მართლაც საჭიროა, მათ შორის კომუნიკაციის აუცილებლობიდან გამომდინარე.
თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაუმჯობესება განსხვავებული დეპარტამენტების თანამშრომლებს შორის. ასეთი თანამშრომლების ერთად განლაგებით ჩამოყალიბდება არაფორმალური გუნდი, რომელსაც გაცილებით უკეთესი ხარისხის კომუნიკაცია ექნება და გადაწყვეტილებების მიღებაც ყოველდღიურ პროცესში მოხდება.
მაგალითად, გაყიდვების მენეჯერი და პროდუქტების განვითარების მენეჯერი ხშირად განსხვავებულ სტრუქტურულ ერთეულებში ნაწილდებიან. ასეთ დროს კომუნიკაცია საკმაოდ იშვიათად შეიძლება ჰქონდეთ, მათი ერთად განლაგებით კი ყოველდღიურად მოხდება ინფორმაციის გაცვლა პროდუქტის განვითარების საჭიროებებზე, ახალ მახასიათებლებზე, მოთხოვნებზე, ახალ იდეებზე. ეს დაასტიმულირებს პროდუქტების განვითარებას და უფრო სწრაფს გახდის წარმოების ციკლს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში.
სწორედ ამიტომ, სტრუქტურის არქიტექტორმა უნდა გამოკვეთოს ასეთი რგოლები და შეძლებისდაგვარად მოახდინოს მათი ერთ სივრცეში განთავსება. ამისათვის კი, უპირველესად, მან ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესები უნდა აღწეროს და დაინახოს ეტაპები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება.
ბაკური
on Aug 26th, 2013
@ 13:57:
გამარჯობათ
მაინტერესებს თქვენი აზრი. რა ინფორმაციას ფლობთ ფორექსით ვაჭრობასთან დაკავშირებით და რამდენადაა განვითარებული ეს საქართველოში.
გმადლობათ