ცვლილებების შიში

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებები რთულად მიმდინარეობს, ვინაიდან არსებულ თანამშრომლებს, მენეჯმენტის წევრებს აქვთ შიში ცვლილებების მიმართ – ცხადად ვერ ხედავენ საკუთარ ადგილს ახალ სტრუქტურაში, არ იციან ახალი სტრუქტურა როგორ იმუშავებს, რამდენად შეძლებენ ახალი როლების მორგებას.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელის შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა. როგორც კი ის იწყებს ყოყმანს მაშინ, როდესაც აუცილებელია ახალი სტრუქტურა ახალი მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად, გუნდის წევრები არწმუნებენ მას, რომ დიდი ცვლილებები რთულად განხორციელდება, რაც აქვთ ისიც დაინგრევა და აღებინებენ ხელს რეორგანიზაციაზე.

სწორედ ამიტომ, ლიდერი დარწმუნებული უნდა იყოს სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაში. იგი ცხადად უნდა ხედავდეს არსებული სტრუქტურის პრობლემებს და ახალი სტრუქტურის საჭიროებას. ის არ უნდა შეუშინდეს ცვლილებებს, რომელიც სამუშაო რეჟიმიდან ამოაგდებს ორგანიზაციას, თუმცა ახალ კალაპოტში დააყენებს მას და ახალ შედეგებს, ახალ წარმატებებს მიაღწევინებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება