ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობები ძირითადად ზედმეტ, არარეალურ მოლოდინებს უქმნიან პოტენციურ მომხმარებლებს. საბოლოოდ შედეგი ერთია – მომხმარებელი ვერ იღებს იმას, რასაც ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ მიღებული პროდუქტი თუ სერვისი სულაც არ არის ცუდი, მაინც უკმაყოფილოა.
თუმცა, თუ ორგანიზაცია იზრუნებს, რომ კლიენტს იმაზე მეტი ღირებულება შეუქმნას, ვიდრე ამას ელოდება, იგივე ხარისხის პროდუქტის ან მომსახურების შემთხვევაშიც კი მისი კმაყოფილება გაიზრდება.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის საზრუნავი შესაძლოა გახდეს ახალი იდეების გენერაცია და განხორციელება კლიენტების კმაყოფილების გასაზრდელად. დამატებითი ბენეფიტები, მცირე სიურპრიზებიც კი საკმარისია კლიენტს გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ის არ არის სულერთი ამ კომპანიისათვის.