სვლა გარდაუვალი ორგანიზაციული კრიზისისკენ

ორგანიზაციული კრიზისი დგება არა მაშინ, როდესაც ორგანიზაცია აღარ ეხმარება მენეჯმენტს დასახული მიზნების მიღწევაში,  არც მაშინ როდესაც ორგანიზაციის მართვა ხელმძღვანელისთვის დამატებითი თავისტკივილი და დროის ხარჯვის მიზეზი ხდება, არამედ მაშინ როდესაც ორგანიზაცია საქმის გაფუჭებას იწყებს და საქმიანობის შედეგების მკვეთრი გაუარესების პირდაპირი მიზეზი ხდება.

ეს მომენტი რომ თავიდან ავიცილოთ სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ როდესაც კრიზისი გარდაუვალი ხდება არამედ ბევრად უფრო ადრე, როდესაც ის თავის პირველ ნიშნებს ავლენს.

ასეთი ნიშნები კი ბევრი შეიძლება იყოს:

  • თანამშრომლებში მოტივაციის მკვეთრი შემცირება
  • გახშირებული სამსახურებრივი კონფლიქტები ყველა დონეზე, წარუმატებლობის ერთმანეთისთვის გაუთავებლად გადაბრალება
  • კარგი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების გახშირებული შემთხვევები
  • ქვევიდან მომდინარე ინიციატივების შემცირება
  • გაცემული დავალებების და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ვადების უსაშველოდ გაგრძელება და მათზე დახარჯული რესურსების მკვეთრად გაზრდა.

ასეთი სიმპტომების მომრავლება ცხადი ნიშანია, რომ თუ სათანადო ცვლილებები არ გატარდება თავისით უკვე აღარაფერი მოგვარდება და ორგანიზაცია სულ უფრო სწრაფად დაიწყებს სვლას გარდაუვალი ორგანიზაციული კრიზისისკენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება