დემოკრატიული სტრუქტურები

ადრე თუ გადაწყვეტილებები, იდეები, დავალებები ზემოდან მოდიოდა და თანამშრომლებს ქვედა დონეზე მხოლოდ ტექნიკურად უნდა განეხორციელებინათ ის, კონკურენციის გაზრდის, გლობალიზაციის პარალელურად, სულ უფრო აუცილებელი ხდება იდეების გენერაცია, ამოცანების გადაწყვეტა ხდებოდეს ქვედა დონეებზე.

ამისათვის საჭირო ხდება ორგანიზაციის ყველა დონეზე უფრო კვალიფიციური და მოტივირებული კადრების არსებობა, რომელთა წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, მეტი ავტონომია, მეტი პასუხისმგებლობა და მოქნილობა საქმიანობის შესრულებაში. ასეთი კადრებისათვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ხდება მუდმივად ზედა დონიდან ბრძანებების, დავალებების მიღება და ამ სქემით მუშაობა.

სწორედ ამიტომ, ყველა იერარქიაზე, ადამიანებს ეკისრებათ ამოცანები და არა ფუნქციები, მკრთალდება პირდაპირი იერარქია წამყვან ორგანიზაციებში, ხელმძღვანელი არა ბრძანებების გამცემი პირია, არამედ მხარდამჭერი და ხელშემწყობი სხვა თანამშრომლებისათვის, რათა მაღალი ხარისხით გადაჭრან ამოცანა. თანამშრომლებს აქვთ სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა საკუთარი ამოცანების ფარგლებში, ასევე ჩართულები არიან ორგანიზაციის განვითარებაში, სტრატეგიის შემუშავებაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მხოლოდ ასეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ დღეს მიაღწიონ განსაკუთრებულ წარმატებებს, განსაკუთრებულ ზრდას. პირველი ნაბიჯი დემოკრატიული ორგანიზაციების შესაქმნელად არის სწორი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება – სადაც ადამიანებს დაეკისრებათ ამოცანები, არ იქნება ცხადი იერარქია, დირექტორები იქნებიან მხარდამჭერი პირები, გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიალური ორგანოებით და ა.შ..


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება