რეგულარული თემატური შეხვედრები

თუ სწორად შერჩეულ თემებზე, წინასწარ განსაზღვრული რეგულარობით , ისე რომ არ ჩავაგდებთ, ასევე, სწორად შერჩეული ადამიანების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრებს ჩავატარებთ, ამ შეხვედრების სახით ნელ-ნელა მართვის ძალიან მძლავრ ბერკეტებს შევქმნით.

ასეთი შეხვედრები შეიძლება ტარდებოდეს გაყიდვების, პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის განვითარების, საკადრო ბაზის განვითარების, საოპერაციო, IT განვითარების და სხვა მიმართლებებით.

1. ეს შეხვედრები დაგვეხმარება მნიშვნელოვან საკითხებს სტაბილურად დავუთმოთ ყურადღება, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს უკეთეს შედეგებს ამ მიმართულებებით.

2. შეხვედრების რეგულარობა უწყვეტს გახდის პროცესების მსვლელობას და დააჩქარებს კიდეც ამ პროცესებს. მინიმუმ რეგულარობის ცვლით შეგვიძლია ვცვალოთ პროცესების მსვლელობის სიჩქარეც.

3. ეს შეხვედრები, დროთა განმავლობაში, ხელს შეუწყობს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხის ზრდას, ვინაიდან ამ პროცესში უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანი იქნება ჩართული.

4. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაც ბევრად უფრო მეტად დაჩქარდება და აღსრულების ხარისხიც გაიზრდება იმის გამო, რომ ადამიანები ვინც გადაწყვეტილება უნდა განახორციელოს, თვითონ იქნებიან ჩართულები ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. ამის გამო მათი ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობაც ერთი-ორად მაღალი იქნება.

5. და ბოლოს, ამ ტიპის რეგულარ შეხვედრებს შეუძლია ძალიან გაზარდოს შუა რგოლის ხელმძღვანელების მოტივაცია მაშინაც კი, თუ ისინი თვითონ შეხვედრებზე დიდად არ იაქტიურებენ, საკუთარ სამუშაოს უკეთესი ხარისხით გააკეთებენ, ვინაიდან ზოგადად მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და ლოიალურობის განცდა გაუჩნდებათ, როგორც მენეჯმენტის გადაწყვეტილებების, ისე მთლიანად ორგანიზაციის მიმართ.

ე.წ. კომუნისტურმა თათბირებმა მნიშვნელოვნად გაუკეთა დისკრედიტაცია მართვის ამ ფორმატს, თუმცა დასავლეთში ასეთი ტიპის კოლეგიალური მართვის რგოლები სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტიურად გამოყენებადი ხდება.

იმედია, ჩვენი ქვეყნის ცუდი გამოცდილება ხელს არ შეგვიშლის განვაახლოთ ამ ფორმატების გამოყენება და მივიღოთ ყველა ის დადებითი შედეგი, რასაც მათი გამოყენება იძლევა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება