რა ამოცანის გადაწყვეტა გაქვთ დავალებული?

ის, ვისაც ძალიან მოკლედ, ერთი წინადადებით არ შეუძლია აგვიხსნას რა არის მისი ამოცანა ამ ორგანიზაციაში მუშაობისას, რაზეა იგი პასუხისმგებელი, მაშინ ეს ინერტული და უსიცოცხლო ორგანიზაციაა.

რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდი კომფორტია როდესაც მენეჯმენტი გვაბარებს ერთ კონკრეტულ ამოცანას და გვთხოვს მის გადაწყვეტაზე მოვახდინოთ კონცენტრირება, ამასთან გვპირდება, რომ ორგანიზაციის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეგვიწყობენ ხელს, რაშიც დახმარება დაგვჭირდება.

ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე რაღაც გეგმა გაგვიჩნდება, როგორ შეიძლება ეს ამოცანა გადაიჭრას. მერე რაღაცების მოძიებას, სწავლასაც დავიწყებთ და პირველი ხედვაც ჩამოგვიყალიბდება. შემდეგ დავიწყებთ წინადადებების დამუშავებას და მენეჯმენტისთვის შეთავაზებას, ვითხოვთ სხვა სტრუქტურების დახმარებას რაშიც დაგვჭირდება, მოკლედ ბევრად უფრო საინტერესო, ცხადი და სასიამოვნო და რაც მთავარია სასარგებლო გახდება სამუშაო.

თუ მენეჯმენტი პირობასაც შეასრულებს, ჩვენს წინადადებებს ყურადღებით მოუსმენს, მათ შორის ყველაზე საუკეთესოების დახვეწაშიც დაგვეხმარება და მათ განხორციელებაშიც რეალურ დახმარებას გაგვიწევს, ჩვენი კმაყოფილება მუშაობით, თვითრეალიზაციის შეგრძნება, ინტერესი დიდხანს გაგრძელდება, სწავლითაც ბევრს ვისწავლით და საქმეც ბევრად უკეთ გაკეთდება.

რაც უფრო მეტი იმუშავებს ასეთ რეჟიმში, მით უფრო აქტიური და დინამიური იქნება ორგანიზაცია.

წესით, სასურველია, არც ერთი ადამიანი არ იყოს ორგანიზაციაში, ისეთი, ვისაც ძალიან ცხადად არ ეცოდინება მისი ამოცანა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება