ორგანიზაცია რთული სისტემაა. მისი კომპონენტები ერთმანეთთან ურთიერთობითა და ინტერაქტიულობით აღწევენ შედეგებს. ასევე ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და სჭირდება სტრუქტურა და პროცედურები, რომელიც ერგება არსებულ საკადრო რესურსებს, მიზნებს, ამოცანებსა და სხვა სტრატეგიულ კომპონენტებს.
თუმცა, ხშირად ვხვდებით ძალიან სტანდარტულ გადაწყვეტას, სადაც არის ფინანსური დირექტორი, მარკეტინგის დირექტორი და ა.შ.. რომლებიც განიხილება ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მიმართულებებად. არადა, ეფექტი მიიღწევა მხოლოდ სხვადასხვა რგოლების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირითა და თანამშრომლობით.
ამის შედეგია ისიც, რომ როდესაც შედეგები არაა სახარბიელო, სუსტი მიმართულების ძიება იწყება, პრობლემა კი ხშირად მიმართულებების გახლეჩაშია და არა ის, რომ რომელიმე ცუდად ასრულებს თავის მოვალეობას.
ასევე ვერ იძლევა დადებით შედეგს, უმეტეს შემთხვევებში, კონკრეტული კომპონენტის გაუმჯობესება ან გაძლიერება. თუ სისტემის ნაწილები ერთმანეთში ვერ ჯდება, ცალკეული მიმართულებები რაც არ უნდა კარგად ასრულებდნენ დავალებას, საერთო ეფექტი მაინც არ არის დადებითი.
ყველა წარმატებული ორგანიზაცია ამიტომაც ზრუნავს მთლიან ორგანიზაციულ ცვლილებებსა და რესტრუქტურიზაციაზე და არა რომელიმე მიმართულების გაუმჯობესებაზე, როდესაც მეტ შესაძლებლობებს ხედავს და არსებული სტრუქტურა ვერ იძლევა მისი გამოყენების საშუალებას.