როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოშო ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი ძალიან დაბალია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პრობლემის დასაძლევად შასაძლებელია და, ვფიქრობ, აუცილებელიც ორი ნაბიჯის გადადგმა: 1. პროექტირებაზე ტენდერების ნაცვლად კონკურსების წესის დანერგვა და 2. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებების შექმნა სხვადასხვა სამინისტროებში.

უდავოა, რომ პრობლემის საფუძველი პროექტირებაშია. იმისათვის, რომ გაზარდო მშენებლობის ხარისხი და მიაღწიო მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებს, საჭიროა, პირველ რიგში, გაიზარდოს პროექტირების ხარისხი – ჩაიდოს მეტი ინტელექტი პროექტირებაში.

დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ პროექტიან ორგანიზაციებს არ აქვთ არავითარი კონკრეტული მოტივები და შეიძლება შესაძლებლობებიც, დახარჯინ დრო და ენერგია ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებისათვის. საქმე იმაშია, რომ პროექტირებაზე ცხადდება ტენდერები და გამარჯვებული ხდება ის ორგანიზაცია, ვინც ყველაზე იაფად მოახერხებს პროექტირებას – შედეგად კი გვაქვს „შუასაუკუნოვან“ ტექნოლოგიებზე და ცოდნაზე დაფუძნებით მიღებული პროექტი, რომლის მიხედვით მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი და ხარისხი კი გვაქვს მდარე. აქვე უნდა ითქვას, რომ მშენებლებს არ აქვთ უფლება, თუნდაც საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე გადაუხვიონ პროექტიდან და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა თავადვე მოახერხონ.

პრინციპულად აუცილებელია საპროექტო ორგანიზაციებს შევუქმნათ მოტივები და საშუალება მივცეთ, დახარჯონ რესურსი კვლევასა და განვითარებაში. ამის საშუალებას იძლევა პროექტირებაზე კონკურსების მოწყობა. ერთი და იგივე პროქტი უნდა დავაპროექტებინოთ ორ-სამ საპროექტოს მინიმალურ ფასად. შემდეგ კი ამ საპროექტოებს შორის გამოვავლინოთ გამარჯვებული და გადავუხადოთ დამატებით კოტრაქტის X%. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მოახრხებს ისეთი პროექტის მოწოდებას, რომლის ხრჯთაღრიცხვა იქნება უფრო დაბალი და ხარისხი (ხანგამძლეობა) უფრო მაღალი.

მაგალითად, თუ საგზაო საპროექტოებიდან ერთ-ერთი უფრო იაზროვნებს და გამოიყენებს სხვადასხვა ხელოვნურ მასალებს: გეოტექსტილებს, გეოგრიდებს, პოლიმერებს და ა.შ. და ამის შედეგად შეძლებს როგორც მშენებლობის პოტენციური ხარისხის გაზრდას, ასევე ბიუჯეტის შემცირებას, მაშინ ის გახდება გამარჯვებული. ამით გაგვეზრდება პროექტირების ხარჯები, მაგრამ მნიშვნელოვან მოკლევადიან და ხანგამძლეობით მიღებულ გრძელვადიან დანაზოგებს მივიღებთ მშენებლობის ეტაპზე. (საგულისხმოა, რომ ამ სფეროში ცოტა თუ ვინმე იაზრებს ფულის ღირებულებას დროში – ანუ ცოტა ვინმე თუ ხვდება რომ, ხარისხის გაზრდა საბოლოო ჯამში ხარჯების ეკონომიას ნიშნავს და არა პირიქით)

მეორე, რაც უნდა გაკეთდეს აუცილებლად, არის ის, რომ სამინისტროებში გაიხსნას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებები და ქართველებთან ერთად დასაქმდნენ უცხოელი გამოცდილი ინჟინრები მაღალი ანაზღაურებით. ასეთი განყოფილებები, თავისთავად უყურადღებოდაც რომ დავტოვოთ, თვითონვე გამოიღებენ შედეგს – თუნდაც მხოლოდ კონკურსების სწორი ორგანიზებით). სცადეთ…

წყარო: neoinsight.wordpress.com


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად”


  1. Pako
    on Oct 21st, 2013
    @ 10:29

    ძალიან საიტერესო მიდგომაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სატენდერო კომისიის #1 ამოცანა არა ტენდერიდან მაქსიმალური შედეგის მიღებაა, არამედ მისი ისეთი გზით ჩატარება, რომ მათ არავინ მოედავოთ და მომავალი წლები ციხეში, ან უკეთეს შემთხვევაში, სასამართლო პროცესებში არ გაატარონ… ერთ-ერთი ასეთი გზა ფასით გამარჯვებულის გამოველენაა და ვინც ამ მიდგომაზე უარი თქვა, მათი საქმიანობისადმი გაჩენილი კითხვების თაობაზე მთელმა ქვეყანამ გაიგო… არამგონია ამის შემდეგ კიდევ გაუჩნდეს ვინმეს სურვილი მსგავსი რისკები აიღოს საკუთარ თავზე.

    იქნებ ინსაითის ავტორმა ამაზეც დაწეროს თავისი მოსაზრება, თუნდაც კომენტარის სახით.


  2. შოთა
    on Oct 23rd, 2013
    @ 11:03

    გასაგებია თქვენი კომენტარის აზრი.

    ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის დეპარტამენტის დანერგვას წინ არაფერი უდგას, ამის გაკეთება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უპრობლემოდ მოახერხა.

    რაც შეეხება რისკებს, აქაც გამარჯვებულის გამოვლენა დაბალი ფასით უნდა მოხდეს, ოღონდ: არა პროექტირების ფასით არამედ მშენებლობის ღირებულებით, და თან “ღირებულებით დროში”, რისი დათვლაც ნებისმიერ კურსდამთავრებულ გამოუცდელ ფინანსისტს შეუძლია.

    თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ხარისხის გაზრდასტან ერთად “ირველად” ხარჯებსაც ამცირებს – ნათელია რომ რისკები არ არსებობს.

    ვერავინ მოგედავება იმაში რომ ააშენე, იაფად და ხარისხიანად.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება