ფინანსური დირექტორები და სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერა

ხშირად, როდესაც ფინანსურ დირექტორს სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს უქვემდებარებენ, ეს სამსახური გაუმართლებელ ეკონომიაზე ხდება ორიენტირებული. ამასთან მათთვის მიცემული შეკვეთების და დავალებების დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებას იწყებს.

ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფინანსური დირექტორები, ქვეცნობიერად თუ ძალიან გააზრებულად, მათ ძირითად მისიად ორგანიზაციაში ფინანსების რაციონალურ გამოყენებას მიიჩნევენ. შესაბამისად ისინი ყველა სამსახურს ამ რაკურსში იხილავენ და მოთხოვნებსაც ამის მიხედვით უყენებენ.

ის სამსახურები, რომლებიც მათთან არ შედიან უშუალო დაქვემდებარებაში, მათ პოზიციებს კურატორი დირექტორების მეშვეობით იცავენ, ხოლო სამსახურები, რომლებიც უშუალოდ ფინანსურ დირექტორს ექვემდებარებიან იძულებულები ხდებიან სწორედ ეკონომიაზე გახდნენ ორიენტირებული და არა საკუთარი მოვალეობების სწრაფად და მაღალი ხარისხით შესრულებაზე.

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, როდესაც ფინანსურ დირექტორს ესმის მხარდაჭერის სამსახურის მნიშვნელობა და ამავე დროს თვითონ ამ სამსახურის უფროსიც ახერხებს, მასთან სწორად მუშაობისათვის საჭირო ენა გამონახოს. თუმცა ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ უფრო უჩვეულ მდგომარეობად შეიძლება შევაფასოთ, ვიდრე ნორმალურად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება