სტრუქტურის უარყოფითი გავლენა სტრატეგიაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ სტრუქტურა უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიიდან. უმეტეს შემთხვევებში კი ისე ხდება, რომ თვითონ სტრუქტურა უფრო ახდენს გავლენას ორგანიზაციის პრიორიტეტების ფორმირებაზე, ვიდრე პირიქით.

და თუ სტრუქტურა არასწორია, მაშინ შეიძლება სტრატეგიაც დიდხანს დარჩეს არასწორი, ან ბუნდოვანი და შეუთანხმებელი მენეჯმენტის წევრებს შორის.

დღეს ერთი ორგანიზაციის დირექტორი დაინტერესდა, რატომ ვაკეთებთ პირველ რიგში აქცენტს სტრუქტურაზე, ორგანიზაციების განვითარებაზე მუშაობისას, მაგრამ არ ვაკეთებთ მსგავს აქცენტს სტრატეგიაზე. ანუ, რატომ ვსწავლობთ პირველ რიგში სტრუქტურაში არსებულ პრობლემებს და რატომ არ ვეკითხებით იქამდე მენეჯერებს, თუ როგორია მათი ხედვა პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ სტრუქტურაში არსებული პრობლემები თავის მხრივ განსაზღვრავს მენეჯმენტის გუნდის წევრების ბევრ არასწორ, შესაძლოა არაჯანსაღ პოზიციასაც ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით, და თუ კარგად არ გავიაზრებთ მათი მოსაზრებების რა ნაწილია ასეთი ნაკლოვანებებით განპირობებული, ვერ შევაფასებთ რა საკითხთან დაკავშირებით როგორ უნდა გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები.

მას შემდეგ, რაც სტრუქტურის ხარვეზები ცნობილია და ვიცით სტრატეგიის რა ნაწილი შეიძლება იყოს ამ ხარვეზებით განპირობებული, მერე უფრო ადვილი ხდება იმის მიხვედრა, რა მოსაზრებების რა ხარისხის ოპონირება იქნება საჭირო ჯანსაღი, სტრუქტურის უარყოფითი გავლენისაგან თავისუფალი სტრატეგიის შემუშავებისათვის. ეს თავის მხრივ უფრო კარგი სტრუქტურის ფორმირების აუცილებელი პირობაა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება