სტრუქტურა ძალიან ბევრს ამბობს ორგანიზაციის მუშაობის პრინციპსა და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, იდეალური სტრუქტურა არ არსებობს, ვინაიდან რესურსები შეზღუდულია და გარკვეულ კომპრომისებზე უწევს ორგანიზაციას წასვლა, თუმცა, მენეჯმენტი მუდმივად უნდა ცდილობდეს, არსებული შესაძლებლობების პირობებში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას.
ამაში მენეჯმენტს ძალიან ეხმარება სტრუქტურის ანალიზი, რომელიც აჩვენებს მმართველ რგოლს, რა პრიორიტეტებზე უნდა იყოს აგებული ორგანიზაცია, რა მთავარ ბიზნეს-პროცესებს უნდა ჭრიდეს ის მუდმივად და რამდენად შესაბამისობაშია არსებული არქიტექტურა ამ საკითხებთან. კარგად განხორციელებული დიაგნოსტიკა ერთი დიდი ნაბიჯია სწორი და საუკეთესო სტრუქტურული გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუმცა, ანალიზის განხორციელება არც ისე მარტივი პროცესია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ სტრუქტურის მიხედვით მოხდეს დიაგნოზის დასმა და უგულებელყოფილი იყოს ადამიანთა ან სხვა ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები, რაც თითქმის შეუძლებელია ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ განხორციელდეს, რომელიც ბევრ ინფორმაციას ფლობს და გაუჭირდება, გარეშე თვალით, ობიექტურად მხოლოდ სტრუქტურა გაანალიზოს.
სინერჯი ჯგუფი ათეულობით ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზს ახორციელებს ყოველთვიურად, რითაც ეხმარება მენეჯმენტს ყველაზე ძირეული პრობლემების მიზეზების იდენტიფიცირებაში და შემდგომში უკეთესი სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღებაში.