სტრუქტურის პროფესიონალებს მხოლოდ სტრუქტურის სქემის შესწავლით, ყოველგვარი დამატებითი კვლევების გარეშე, შეუძლიათ გააკეთონ ანალიზი და გამოავლინონ ყველა ის პრობლემა, რასაც არასწორი არქიტექტურა იწვევს. რამდენად რეალურია ასეთი დიაგნოზი და როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს?
სინამდვილეში, დამატებითი ინფორმაციის მოგროვება, ინტერვიუები, კვლევები უფრო ამახინჯებს ანალიზის შედეგებს, ვიდრე ეხმარება მათ, ვინაიდან ასეთ დროს პიროვნული და სუბიექტური ფაქტორები ერთვება. მხოლოდ ჩარტის ანალიზით კი შესაძლებელია იმ პრობლემების დანახვა, რომელსაც მხოლოდ სტრუქტურა იწვევს ან გამოიწვევს.
ჩვენ, სინერჯი ჯგუფი, სამ მთავარ რაღაცას ვეყრდნობით სტრუქტურის ანალიზისას: ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანები, ბიზნეს პროცესები და სტრუქტურის წესები. პირველ რიგში იდენტიფიცირებას ვუკეთებთ ყველა იმ მნიოშვნელოვან ამოცანას, რომელსაც ორგანიზაცია უნდა ჭრიდეს და ვადარებთ სტრუქტურას – რამდენად კარგად და სათანადოდ ახერხებს ორგანიზაცია მათ გადაწყვეტას, როგორ არის ეს ამოცანები წარმოდგენილი სტრუქტურაში. მეორე ეტაპზე ანალიზს ვუკეთებთ ყველაზე მთავარ ბიზნეს-პროცესებს და ვადარებთ კვლავ სტრუქტურას – პროცესის ყველა ეტაპი რამდენად არის ასახული ჩარტში და რამდენად უზრუნველყოფს ორგანიზაცია მათ უწყვეტობასა და გამართულობას. საბოლოო ეტაპზე კი ვხელმძღვანელობთ სტრუქტურის წესებით – რომლებიც ძალიან ბევრია და რომელთა დარღვევა გარკვეულ შედეგებს იწვევს ორგანიზაციაში.
საბოლოოდ მიღებული ანალიზი სრულყოფილ სურათს აძლევს მენეჯმენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც სისტემურია, სტრუქტურის მიერ არის გამოწვეული და რომელთან ბრძოლაც უწევთ ყოველდღიურად.