სხვისი აზრი

მენეჯმენტი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც არ ითვალისწინებს სხვა ადამიანების მოსაზრებებს გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან ხშირად, ტოპ გუნდი არსებულ ხედვებსა და ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული და ვერ ხედავს გარე საფრთხეებს, შესაძლებლობებს ან კომპანიაში რეალურად არსებულ პრობლემებს.

კარგი და სწორად აწყობილი სტრუქტურა, თავისი კოლეგიალურებით, უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის პირველ პირთან თავმოყრას და ამოტანას, მაგრამ თუ სტრუქტურა ვერ უწყობს ამაში ხელს, სულ უფრო აუცილებელი ხდება სხვა გზებით ამ ინფორმაციის მოძიება.

ერთ-ერთი საუკეთესო წყარო ინფორმაციისა არის თანამშრომლები ქვედა დონეზე. რეალურად ამ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად კლიენტებთან ურთიერთობა, საოპერაციო საქმიანობის წარმოება, ზოგადად გადაწყვეტილებების აღსრულება, შესაბამისად, მათ უწევთ სხვადასხვა პრობლემებთან შეჯახება, დაძლევა, რაზეც მენეჯმენტს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია. თანამშრომლებთან მუდმივი კონტაქტის არხების აწყობა ძალიან ბევრ იდეას და ინფორმაციას გააჩენს, რომელიც ღირებული იქნება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუმცა, თანამშრომლები ხშირად უფრო მეტად ვიწრო პრობლემებსა და ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციაზე ფლობენ ინფორმაციას, რაც ზოგადად სფეროში, დარგში ან მთლიანად ორგანიზაციაში არსებული სრული სურათის დასანახად არასაკმარისია.  ამისათვის მენეჯმენტი უნდა ცდილობდეს, ყველაზე კომპეტენტურ პირებთან ურთიერთობების აწყობას და დალაგებას, უნდა აწყობდეს მათთან პერიოდულ შეხვედრებს, იწვევდეს თათბირებზე, ეკითხებოდეს მოსაზრებებს, რაც საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა საზღვარგარეთ.

საბოლოოდ, მენეჯმენტის მზაობა და გახსნილობა, მოისმინოს სხვისი აზრი, თუნდაც კრიტიკული, ან ნაკლებად სასიამოვნო, საბოლოოდ რეალურ ღირებულებას ქმნის და ეხმარება პირველ პირს, სწორად დასვას აქცენტები, სწორი მიმართულებით წარმართოს ორგანიზაცია და რესურსები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება