განყოფილების, დეპარტამენტის თუ მთლიანად ორგანიზაციის ხელმძღვანელის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი სისტემების აწყობა, რომელიც გამართულად იმუშავებს და არ იქნება კადრებზე დამოკიდებული/მორგებული.
თავის მხრივ, რისგან შესდგება სისტემა?
- სტრუქტურა – დეპარტამენტის თუ ორგანიზაციის დონეზე სტრუქტურა არის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასახავს, რა ერთეულებია ორგანიზაციაში და რა ამოცანებს ჭრიან ისინი. გამართული სისტემა ვერ შეიქმნება, თუ იქ გამორჩენილია რომელიმე რგოლი, ან არასწორად არის დაჯგუფებული და ა.შ..
- პროცესები – სისტემაში უნდა არსებობდეს ცალსახა და გამართული პროცესები, რომელიც სრულდება ყველა თანამშრომლის მიერ. ორგანიზაცია, სადაც თითოეული თანამშრომელი ახალ პროცესს იგონებს ან საკუთარი მიდგომით, უსისტემოდ წყვეტს ამოცანებს, ვერ ჩამოყალიბდება გამართულ სისტემად.
- ანაზღაურების სქემები – სისტემა გამართული და კარგად აწყობილია, თუ ყველა პოზიციისათვის არის ცხადად განსაზღვრული ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურების სქემები, მოტივაციის სისტემები და კარიერული იერარქიები. კარგად ჩამოყალიბებული კომპენსაციის სისტემა კრავს მთლიან ორგანიზაციას და ერთ სისტემად აყალიბებს.
თუ ხელმძღვანელი შეძლებს, ააწყოს კარგი სტრუქტურა, მოახდინოს პროცესების სისტემატიზირება და ანაზღაურების სქემების ჩამოყალიბება, ის ამით ყველაზე დიდ ღირებულებას შეუქმნის ორგანიზაციას გრძელვადიან პერიოდში.