ორგანიზაციული სტრუქტურის მთავარი დანიშნულებაა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობლობა ერთობლივად შექნან მეტი სარგებელი ვიდრე უბრალო ჯამი იმისა რასაც დამოუკიდებლად შეძლებდნენ. ამიტომ, წესით, ყველა კარგი სტრუქტურა სინერგიული უნდა იყოს.
სამწუხაროდ ხშირად სტრუქტურა იმდენად ცუდია, რომ ის პირიქით ადამიანებს ძალისხმევას, ნერვებს და ფულს აკარგვინებს ვიდრე ეხმარება მეტი სარგებლის შექმნაში.
იმისათვის, რომ სტრუქტურა სინერგიული გახდეს და ის ადამიანებს ერთობლივად მეტი სარგებლის შექმნაში დაეხმაროს საჭიროა:
1. ინტერესთა კონფლიქტებს იყენებდეს უფრო აქტიურად, სამსახურებმა ერთმანეთი უფრო უკეთ რომ აკონტროლოს.
2. მართვის კოლეგიალურ ფორმატებს უნდა იყენებდეს უფრო აქტიურად, იმისათვის, რომ სამსახურებს შორის ინფორმაცია უკეთ იცვლებოდეს, გადაწყვეტილებებიც მაქსიმალურად ერთობლივად მიიღებოდეს და მეტი ადამიანი გრძნობდეს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებებზე.
3. ორგანიზაციისათვის სტრატეგიულ ამოცანებს აუცილებლად უნდა ყავდეს კონკრეტული პასუხისმგებლები და მათ ამ ამოცანების შესაბამისი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ.