თუ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია გამოყოფს ავტომობილს (ან რამოდენიმეს), რომლებიც ივლიან შედარებით მაღალმთიან და მიუვალ სოფლებში და ადგილზე მიიტანენ მედიკამენტებს (თანაც შედარებით იაფად), ვფიქრობთ, ხალხსაც დაეხმარება და კარგ იმიჯსაც შეიქმნის საზოგადოების თვალში.
ავტომობილში შესაძლოა იყოს ასევე თერაპევტიც, რომელიც მსურველებს ზოგად თერაპიულ შემოწმებას ჩაუტარებს, მისცემს რჩევებს და ა.შ. ამით კომპანიამ შეიძლება დიდი შემოსავლები ვერ მიიღოს, მაგრამ მისი რეპუტაცია მომხმარებლების თვალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.