რატომ განაპირობებს სტრუქტურა შედეგებს

მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი რესურსია ნებისმიერი ორიგანიზაციისთვის. რაზე ხარჯავს უმაღლესი მენეჯერი და მისი გუნდი დროს, რა საკითხებს იხილავენ რა საკითხებზე კამათობენ, რასთან დაკავშირებით ისმენენ ინფორმაციას და რა თემებზე იღებენ გადაწყვეტილებებს ყველაზე დიდ წილად განსაზღვრავს იმას, თუ რაზე იხარჯება ყველა დანარჩენი რესურსი ორგანიზაციაში ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებაში.

სწორედ მენეჯმენტის ყურადღების განაწილებაზე ახდენს სტრუქტურა ყველაზე დიდ გავლენას. სწორედ სტრუქტურა განსაზღვრავს თუ ვინ შედის პირველ პირთან კაბინეტში და რამდენად ინტენსიურად აკეთებს ამას, რა საკითხები აწუხებს მათ და რა თემებთან დაკავშირებით არიან ინფორმირებული, რა საკითხებს წამოწევენ გენერალური მენეჯერის წინაშე და რამდენად მონდომებით გააკეთებენ ამას.

თუ ეს ადამიანები სწორი საკითხებით არიან დაინტერესებული და სწორ თემებზე ახარჯინებენ უმაღლეს მენეჯმენტს დროს, მაშინ ორგანიზაცია მიიწევს წინ, ხოლო თუ პრიორიტეტები სხვაა და პირველი პირი კი თავის გუნდთან ერთად სულ სხვა საკითხებზე მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეს სხვა საკითხები იღებს ყველაზე მეტ რესურსს, ორგანიზაციის საქმიანობა კი აქედან გამომდინარე უკეთესი შედეგებისკენ ვერ მიდის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება