სამინისტროების საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება

იმისათვის, რომ სამინისტროების საქმიანობა დადებითად შეფასდეს, ისინი ყველაზე მეტად სამი მთავარი მიმართულებით უნდა ახერხებდნენ წარმატებით მუშაობას:

ა) შექმნან და მართონ მათი მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკა;

ბ) დააინიცირონ და ხელი შეუწყონ რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტის განხორციელებას მათ სფეროში;

გ) მაქსიმალურად დახვეწონ და განავითარონ საკანონმდებლო ბაზა მათი მიმართულებით და გახადონ ის რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან შედარებით.

ის სამინისტროები, რომლებიც ახერხებენ ამ სამი მიმართულებით სწრაფად და შედეგიანად იმოქმედონ, ყველაზე უკეთეს შეფასებებს მიიღებენ საბოლოო ჯამში და ქვეყანასაც დიდ სარგებელს მოუტანენ. საჭიროა, რომ თითოეულ სამინისტროში სტრუქტურაც და პროცესებიც მაქსიმალურად ემსახურებოდეს ამ სამი ამოცანის მაღალი ხარისხით გადაწყვეტას.

ამისათვის კი საჭიროა:

1. რაც შეიძლება დიდი ადამიანური რესურსი იყოს მიმართული სწორედ ამ სამი მიმართულებით. პოლიტიკის ფორმირებაზე და მართვაზე, პროექტების ინიცირებაზე და მართვაზე და კანონმდებლობის განვითარებაზე. სასურველია არა თითო სტრუქტურული ერთეული არსებობდეს თითოეული მიმართულებით, არამედ შესაძლოა რამდენიმეც, სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროების მიხედვით.

ყველა შემთხვევაში სამინისტროში დასაქმებული ადამიანების 60-70% სწორედ ამ სამი მიმართულებით უნდა იყოს დაკავებული.

2. უნდა არსებობდეს კოლეგიალური ორგანოები უმაღლესი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელების მონაწილეობით, რომლებიც უნდა მართავდნენ რეგულარულ შეხვედრებს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით. მაგ., პროექტების მართვის საბჭო (სასურველია ყოველკვირეულად), რომელიც ახალი შესაძლო პროექტების იდეებს უნდა სთხოვდეს სამსახურებს და უკვე დამტკიცებული პროექტების მიმდინარეობას აქცევდეს ყურადღებას. საკანონმდებლო ბაზის განვითარების საბჭო (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც უნდა იხილავდეს საკანონმდებლო ინიციატივებს და მათი მსვლელობის მდგომარეობას. პოლიტიკის მართვის საბჭო (სასურველია ორ კვირაში ერთხელ) იმისათვის, რომ გარემოში მიმდინარე მოვლენები, სფეროებში არსებული მდგომარეობა იხილებოდეს პერიოდულად და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები მთავარი მიდგომებისა და პრიორიტეტების შესახებ.

3. თითოეული სამინისტრო უფრო მეტ დროს და რესურსს უნდა ხარჯავდეს ამ სამი მიმართულებით, და გახორციელებული სამუშაოების შესახებ გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე. მეტი ურთიერთობა უნდა იყოს მომხმარებლებთან და დარგის/სფეროს სპეციალისტებთან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის ფლობისთვის, დარგის ექსპერტებთან დამუშავების პროცესში და მეტი ურთიერთობა მომხმარებლებთან იდეების და გადაწყვეტილებების გაცნობის და განმარტების მიმართულებით.

ის სამინისტროები, რომლებიც შეძლებენ სწორად ჩამოაყალიბონ სტრუქტურები, ააწყონ კომუნიკაცია და კოორდინაცია  კოლეგიალურ ფორმატებში ამ თემების გარშემო და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესებიც სტაბილურ კალაპოტში ჩააყენონ, ბევრად პროდუქტიულები გახდებიან არსებულთან შედარებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება