ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კულტურა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაუნიშნონ მოადგილეები, როგორც წესი, ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გადაწყვეტილებების დროში გაწელვა, ზედმეტი ბიუროკრატია, სუბორდინაციის წესების დარღვევა, ქვემოთ მყოფი მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკნინება და ა.შ.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მოადგილე არ იყოს ამოცანაზე მკაფიო პასუხისმგებლობის გარეშე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს ამოცანა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ცალკე პასუხისმგებელი ჰყავდეს მოადგილის სახით.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა მოადგილეები თავისი პიროვნული თვისებებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ დეპარტამენტის უფროსსაც და მთლიანად დეპარტამენტსაც, მაგრამ ეს ორგანიზაციული თვალსაზრისით არასისტემურია და იშვიათიც.