ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პოლიტიკის დეპარტამენტების არაეფექტურობის სტრუქტურული მიზეზები

სახელმწიფო სტრუქტურებში პოლიტიკის ფორმირების ამოცანა ხშირად ასე აქვთ გადაჭრილი: შექმნილია ერთეული, რომელსაც ჰქვია პოლიტიკის სამსახური/დეპარტამენტი. თუმცა კი რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკის ფორმირების პროცესის არარსებობის, მისი არასწორი შიდა სტრუქტურის და ბუნდოვანი დასახელებების გამო, ეს ერთეულები არაეფექტურები არიან, რაც არ უნდა უნარიანი ხელმძღვანელი ჰყავდეთ მათ.

სრულად წაკითხვა »

ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სტრუქტურული ცვლილებები

მრავალპროფილური ბიზნესების მქონე კომპანიებმა, რომელთაც სურთ მათი საქმიანობის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარონ, სტრუქტურის ყველა დონეზე უნდა გამოყონ კონცენტრირებულად განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთეულები, რომელთაც ექნებათ საჭირო ადგილი სტრუქტურაში და ძალაუფლება (ან წვდომა ძალაუფლებაზე), განვითარების პროცესების სამართავად.

სრულად წაკითხვა »

სამი რამ, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში

დისციპლინა განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს. დისციპლინა თავისთავში სულაც არ გულისხმობს მკაცრ წესებს ანდა ინსტრუქციებს. ძირითადად სამი რამაა, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში: სრულად წაკითხვა »

ის, რაც თანამედროვე ორგანიზაციებს შეუძლიათ აიღონ სიმფონიური ორკესტრის სამუშაო პრინციპებიდან

სიმფონიურ ორკესტრს თუ შევხედავთ, როგორც ორგანიზაციას, რამდენიმე საინტერესო წესი შეიძლება გამოვავლინოთ მის მუშაობაში. ეს დღევანდელი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და ყურადღება გასამახვილებელია. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: October 17, 2014
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: Comments Off on რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს პროფკავშირებმა ორგანიზაციის მენეჯმენტს
  • წაკითხულია 1,788-ჯერ

რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს პროფკავშირებმა ორგანიზაციის მენეჯმენტს

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი მსხვილი ორგანიზაციებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა,  თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ორგანიზაციების მენეჯმენტი თავისი მიმართულებით არსებულ პროფკავშირებს განიხილავენ როგორც საშუალებას ამ ამოცანის გადასაჭრელად, მათ განსაკუთრებულ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ. სრულად წაკითხვა »

სერვისის მიმწოდებელ საჯარო ორგანიზაციებს – იკვლიეთ უწყვეტად თქვენი მომხმარებლების კმაყოფილება

იმის გამო, რომ საჯარო ორგანიზაციები ძირითადად მონოპოლისტები არიან სერვისის მიწოდების ნაწილში, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მუდმივად და დროულად ფლობდნენ ინფორმაციას მოქალაქეების კმაყოფილებაზე და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ დარჩნენ საზოგადოებაზე ორიენტირებულნი.

მარტივი წესია – რაც უფრო მეტი საჭირო და კონსოლიდირებული ინფორმაცია აქვს ორგანიზაციას  მომხმარებლებლის კმაყოფილებაზე, მით  უფრო მეტი შანსი აქვს, მუდმივად პასუხობდეს მათ საჭიროებებს და იმსახურებდეს მათ კმაყოფილებასა და ლოიალურობას.

სრულად წაკითხვა »

დეპარტამენტების უფროსები მოადგილეების გარეშე

ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კულტურა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაუნიშნონ მოადგილეები, როგორც წესი, ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გადაწყვეტილებების დროში გაწელვა, ზედმეტი ბიუროკრატია, სუბორდინაციის წესების დარღვევა, ქვემოთ მყოფი მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკნინება და ა.შ. სრულად წაკითხვა »

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები ისეთი სტრუქტურებია, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს სტრესში აცხოვრებს, ორგანიზაციას დანიშნულებას ვერ ახორციელებინებს და მენეჯმენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს.

ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სტრუქტურის ფორმირების და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პროცესს არასაკმარისი მნიშვნელობით ეკიდებიან, როგორც წესი ამის საფასურს ორგანიზაციის საქმიანობის გაუარესებაში ან შესაძლებლობების დაგარკვაში იხდიან. სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა გაგვიხარდეს საქმის “ჩამორთმევა”

სწორად გაკეთებული სტრუქტურის შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები ამოცანა და დავალება აქვს ადამიანს დაკისრებული, მით უფრო დიდია დაკისრებული დავალებების მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის და მათზე გამოყოფილი რესურსები.

ხშირად ხდება ისე, რომ თუ ადამიანს კარგი შედეგები აქვს და კარგად ჭრის დაკისრებულ ამოცანებს, სხვა არადაკავშირებულ დავალებებსაც უმატებენ ხოლმე. ისიც იმატებს უპრობლემოდ ან უარს ვერ ამბობს დამატებაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უკვე აღიქვამს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასე ეკუთვნის და ეს ბუნებრივია, თან შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერს ის აკეთებს.

სრულად წაკითხვა »

რატომ მიუძღვის ბრალი ცესკო-ს ორგანიზაციულ სტრუქტურას ამომრჩევლების დაბალ აქტივობაში

არჩევნებზე რომ მეტი ამომრჩეველი მოდიოდეს, ცესკო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მისი სტრუქტურის წინაშე მდგარი ამოცანაა. სათანადოდ თუ ვერ გადაჭრის, ეს იმას ნიშნავს, რომ დანიშნულებას: “ასახოს საზოგადოების აზრი”, უხარისხოდ ან ვერ შეასრულებს. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება