რატომ მიუძღვის ბრალი ცესკო-ს ორგანიზაციულ სტრუქტურას ამომრჩევლების დაბალ აქტივობაში

არჩევნებზე რომ მეტი ამომრჩეველი მოდიოდეს, ცესკო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მისი სტრუქტურის წინაშე მდგარი ამოცანაა. სათანადოდ თუ ვერ გადაჭრის, ეს იმას ნიშნავს, რომ დანიშნულებას: “ასახოს საზოგადოების აზრი”, უხარისხოდ ან ვერ შეასრულებს.

სტრუქტურას ერთი მარტივი წესი აქვს. თუ ორგანიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანას, ამ შემთხვევაში ამომრჩევლების მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის მოყვანას არჩევნებზე, არ ყავს “პატრონი” სტრუქტურაში, ის ამოცანა ვერ იჭრება, ან იჭრება არასისტემურად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

სანამ ცესკო-ს სტრუქტურაში მკაფიოდ არ მოხდება ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი პირის გაჩენა, რომელიც დაიწყებს ზრუნვას ამომჩევლებში არჩევნებში მონაწილეობის კულტურის გაძლიერებაზე, ინდივიდუალური არჩევნების პრომოუშენზე, ხმის მიცემის შესაძლებლობების გამარტივებასა და გამრავალფეროვნებაზე,  მაღალი სანდოობის უზრუნველყოფაზე, მანამ ცესკო იქნება ნაკლებად უნარიანი და ნაკლებად წარმატებული – მოიყვანოს მეტი ადამიანი არჩევნებზე.

არჩევნებზე ამომრჩევლების მაღალი აქტივობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებზე მეტად ცესკოს აკისრია. რაც უფრო სტაბილური გახდება მდგომარეობა, ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე გადავა, უფრო გაჭირდება ადამიანების არჩევნებზე მოყვანა, რადგან მათი ინტერესი, ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შედარებით ნაკლები იქნება. შესაბამისად  უფრო კრიტიკული გახდება ამომრჩევლების მაქსიმალური სტიმულირება და სათანადო პირობების შექმნა, რომ არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი და შესაძლებლობა ჰქონდეთ.

განვითარებული ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იქ აქტივობა არათუ დაბალია, არამედ რიგ ქვეყნებში 60-70%-ს აღემატება. ამის მიღწევაში გადამწყვეტი როლი არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს აქვთ. შვედეთი, გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია ის ქვეყნებია, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა  სტაბილურად მაღალია. ამ მაჩვენებლის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ამ ამოცანის სტრუქტურულად სწორად გადაჭრაა. ყველგან, სადაც მაღალია აქტივობის მაჩვენებელი, იმ ქვეყნებს სტრუქტურაში მინიმუმ 1 პასუხისმგებელი პირი ჰყავთ ტოპ-მენეჯმენტში ამ ამოცანაზე, რომლებიც რუტინულ რეჟიმში მუშაობენ ამომრჩევლების განათლებაზე, საარჩევნო აქტივობების უწყვეტ კომუნიკაციაზე და ადამიანების წახალისებაზე, რომ მოვიდნენ არჩევნებზე.

ბოლო, 2014 წლის არჩევნები, ამ გამოწვევის ერთ-ერთი დადასტურება იყო. რაც მალე დაიწყებს ცესკო სტრუქტურულად ამ ამოცანის გადაწყვეტას, მით უფრო მომზადებული შეხვედება შემდეგ არჩევნებს და, რაც მთავარია, მით უფრო ღირსეულად შეძლებს სახელმწიფოსგან დაკისრებული დანიშნულების შესრულებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება